https://forbes.ge/yougov-romeli-qveqhnebi-tsarmoadgenen-qhvelaze-did-saphrthkhes-msophlio-mshvidobisthvis/
გასვლის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, რომელსაც მიღებული აქვს სამართლის ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. შესაბამისად, გამოცდაზე გასასვლელად არ არის აუცილებელი დაელოდოთ მაგისტრატურის დასრულებას.
სპეციალიზაციის არჩევა მნიშვნელოვანია, რადგან საგამოცდო კითხვებიც არჩეული მიმართულების შესაბამისად განისაზღვრება.
როგორია ადვოკატის გამოცდის ფორმატი?
ადვოკატის გამოცდა სრულად კომპიუტერზე ტარდება და მოიცავს 100 ტესტურ კითხვას.
გამოცდის მიმდინარეობისას ეკრანზე მუდმივად ჩანს დარჩენილი დრო. ასევე სისტემა სხვადასხვა ფერით გამოყოფს პასუხგაცემულ და უპასუხოდ დატოვებულ კითხვებს, რაც მონაწილეს საშუალებას აძლევს მარტივად დაუბრუნდეს გამოტოვებულ დავალებებს.
თუ რომელიმე კითხვაზე მოგვიანებით დაბრუნება გსურთ, ამის გაკეთება გამოცდის დასრულებამდე ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.
იმის გამო, რომ საგამოცდო სივრცეში ფურცლის შეტანა აკრძალულია, თითოეული კითხვის ქვემოთ განთავსებულია ელექტრონული ჩანიშვნის ველი, სადაც შესაძლებელია საჭირო ჩანაწერების გაკეთება.
რამდენ ხანს გრძელდება გამოცდა?
გამოცდის ხანგრძლივობა 6 საათია.
ამ დროის განმავლობაში მონაწილეს მხოლოდ ორჯერ შეუძლია დატოვოს საგამოცდო სივრცე.
გამოცდაზე აკრძალულია:
გამოცდაზე თან უნდა იქონიოთ მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გამოცდაზე დაგვიანება დასაშვებია მხოლოდ დადგენილი ვადის ფარგლებში. თუმცა დაგვიანებული დრო არ ანაზღაურდება და გამოცდის დასრულების დრო ყველასთვის ერთნაირია.
რამდენი ქულაა საჭირო გამოცდის ჩასაბარებლად?
ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად აუცილებელია 75 ქულის დაგროვება.
შედეგი კანდიდატისთვის ხელმისაწვდომი ხდება გამოცდის დასრულებისთანავე, ამიტომ არ არის საჭირო რამდენიმე დღის ან კვირის ლოდინი.
რა ხდება გამოცდის ჩაბარების შემდეგ?
თუ ადვოკატის გამოცდა წარმატებით ჩააბარეთ და გსურთ გახდეთ ლიცენზირებული ადვოკატი, შემდეგი ეტაპია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პროფესიული ადაპტაციის პროგრამა.
პროგრამა 1 წელს გრძელდება და ორი ნაწილისგან შედგება:
თეორიული სწავლების საფასური 750 ლარია, ხოლო მენტორთან პრაქტიკული ნაწილი უფასოა.
კანდიდატები, რომლებიც ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდაზე 97-დან 100 ქულამდე დააგროვებენ, პროფესიული ადაპტაციის პროგრამის თეორიული ნაწილის საფასურის გადახდისგან თავისუფლდებიან.