🗣️ სისხლის სამართლის კოდექსი და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი იმ ადამიანთან ერთად, ვინც ამ ნორმებით ყოველდღიურად მუშაობს!

ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდაზე წარმატება მხოლოდ კანონების დაზეპირებით არ მიიღწევა. გამოცდა ამოწმებს, რამდენად სწორად შეგიძლია ნორმების გააზრება, ერთმანეთთან დაკავშირება და კონკრეტულ სამართლებრივ სიტუაციაში მათი გამოყენება.

სწორედ ამიტომ, 𝐉&𝐉 𝐓𝐫𝐚𝐢𝐧𝐢𝐧𝐠 𝐂𝐞𝐧𝐭𝐞𝐫 ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდის მოსამზადებელ კურსზე სისხლის სამართლის კოდექსსა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს სამართლის დოქტორი და პრაქტიკოსი პროკურორი ლევან ვეფხვაძე წაიკითხავს

რატომ ლევან ვეფხვაძე?

𝟐𝟎𝟐𝟐 წელს დასახელდა წლის საუკეთესო პროკურორად

𝟐𝟎𝟐𝟎 წლიდან დღემდე თბილისის საპროკურორო სამმართველოს პროკურორი;

𝟐𝟎𝟏𝟖–𝟐𝟎𝟐𝟎 წ.წ. ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორი;

𝟐𝟎𝟏𝟑–𝟐𝟎𝟏𝟖 წ.წ. სისხლის სამართლის ადვოკატი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;

აკადემიური გამოცდილება:

სამართლის დოქტორი (𝐆𝐀𝐔);

𝟐𝟎𝟏𝟓 წლიდან დღემდე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (𝐆𝐀𝐔) ასოცირებული პროფესორი;

𝟐𝟎𝟏𝟔–𝟐𝟎𝟐𝟎 წ.წ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლის მოწვეული ლექტორი.

𝟐𝟎𝟐𝟒 წლის სექტემბრიდან დღემდე ლევან ვეფხვაძე 𝐉&𝐉 𝐓𝐫𝐚𝐢𝐧𝐢𝐧𝐠 𝐂𝐞𝐧𝐭𝐞𝐫-ის ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდის მოსამზადებელი კურსის უცვლელი ტრენერია.

ამ დროის განმავლობაში წარმატებით გაუძღვა 𝟒 ნაკადს, სადაც:

სისტემურად დაამუშავა სისხლის სამართლის საგამოცდო ტესტები;

შეიმუშავა რეალური გამოცდის ფორმატსა და სირთულესთან მაქსიმალურად მიახლოებული სამუშაო ტესტები;

სწავლების პროცესი ააგო იმ საკითხებზე, რომლებიც მომზადების პრაქტიკამ აჩვენა, რომ გამოცდაზე ყველაზე ხშირად განსაზღვრავს საბოლოო შედეგს.

კურსზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება:

სისხლის სამართლის კოდექსის სისტემურ გააზრებაზე;

სისხლის სამართლის ნორმათა სწორ ანალიზზე;

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ლოგიკის სწორად აღქმაზე;

საგამოცდო კაზუსებისა და ტესტების ამოხსნის პრაქტიკულ მეთოდოლოგიაზე;

იმ საკითხებზე, რომლებიც გამოცდაზე ყველაზე ხშირად ხვდება და მსმენელებისთვის ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს.

ჩვენი მიზანი მხოლოდ პროგრამის გავლა და საკითხების დაზეპირება არ არის, 𝟗𝟒 ქულა ის უმაღლესი შედეგია რაც სისხლის სამართლის სპეციალიზაციით გასული კურსის მონაწილემ გამოცდაზე დააფიქსირა.

ჩვენი მიზანია, მოსამზადებელი კურსის ფარგლებში სრულყოფილად გაიაზროთ ყველა საკითხი და პრაქტიკულად დაამუშაოთ ისეთი ტესტები, რომლის მეშვეობითაც გამოცდაზე მოსული დავალებისთვის სწორი პასუხის პოვნის ლოგიკა უკვე ნასწავლი გექნებათ.