
გაგაცნობთ ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდის მოსამზადებელი კურსის მოწვეულ ტრენერს, სამართლის დოქტორს, ასოცირებულ პროფესორს თამარ მსხვილიძეს, რომელიც კურსის ფარგლებში ლექციებს გაუძღვება სამოქალაქო სამართალში.

განათლება და კვალიფიკაცია:

𝟐𝟎𝟐𝟏 წ. სამართლის დოქტორი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი. სადოქტორო დისერტაცია „უცხო ქვეყნის სამართლის გამოყენება საერთაშორისო კერძო სამართალში“;

𝟐𝟎𝟏𝟏–𝟐𝟎𝟏𝟑 წ.წ. საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი, კერძო/ბიზნეს სამართალი, სამართლის მაგისტრი წარჩინებით;

𝟐𝟎𝟎𝟕–𝟐𝟎𝟏𝟏 წ.წ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობა, სამართლის ბაკალავრი წარჩინებით.

აკადემიური და სამეცნიერო საქმიანობა:

𝟐𝟎𝟐𝟓 წლიდან დღემდე - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;

𝟐𝟎𝟐𝟓 წლიდან - ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;

𝟐𝟎𝟐𝟑–𝟐𝟎𝟐𝟓 წ.წ. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი;

𝟐𝟎𝟐𝟐–𝟐𝟎𝟐𝟓 წ.წ. ქუთაისის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი;

𝟐𝟎𝟏𝟗–𝟐𝟎𝟐𝟐 წ.წ. ქუთაისის უნივერსიტეტის ასისტენტი;

𝟐𝟎𝟏𝟗–𝟐𝟎𝟐𝟑 წ.წ. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული სპეციალისტი;

𝟐𝟎𝟐𝟏 წლიდან დღემდე ევროპის უნივერსიტეტის სამართლის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი;

𝟐𝟎𝟐𝟓 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან არსებული ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს წევრი.

სამეცნიერო საქმიანობა და პუბლიკაციები:

თამარ მსხვილიძე არის არა ერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი ქართულ და ინგლისურ ენებზე. მისი კვლევები ძირითადად უკავშირდება საერთაშორისო კერძო სამართალს, საკუთრების უფლებას, საერთაშორისო სამოქალაქო პროცესს, არბიტრაჟსა და ინტელექტუალური საკუთრების საკითხებს;

𝟐𝟎𝟐𝟑 წელს გამოიცა მისი ნაშრომი „უცხო ქვეყნის სამართლის ნორმების გამოყენება საერთაშორისო კერძო სამართლის პროცესში“;

მისი სამეცნიერო ნაშრომები გამოქვეყნებულია როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო რეფერირებად გამოცემებში;

მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში და აქტიურად არის ჩართული სამართლის საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაში;

𝟐𝟎𝟐𝟔–𝟐𝟎𝟐𝟗 წ.წ. არის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სამართლის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს წევრი.

თამარ მსხვილიძის მრავალწლიანი აკადემიური და სამეცნიერო საქმიანობა მჭიდროდ უკავშირდება კერძო სამართალს. კურსის ფარგლებში მისი ლექციები მსმენელებს შესაძლებლობას მისცემს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საკითხები შეისწავლონ სამართლის დოქტორთან და მრავალწლიანი სწავლების გამოცდილების მქონე პროფესორთან ერთად, რომელიც სამართლებრივი საკითხების არა მხოლოდ ნორმატიულ, არამედ სისტემურ და სიღრმისეულ გააზრებაზე მუშაობს.