🎓 გაგაცნობთ ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდის მოსამზადებელი კურსის მოწვეულ ტრენერს ნინო ქოჩიაშვილს, რომელიც კურსის ფარგლებში მსმენელებს სამოქალაქო საპროცესო სამართალს გაუძღვება.
📚 ნინო ქოჩიაშვილი პრაქტიკოსი იურისტი , მრავალწლიანი გამოცდილებით სასამართლო დავების მართვის, სამართლებრივი წარმომადგენლობისა და საბანკო-საფინანსო სამართლის მიმართულებით.
მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს:
◼️ 𝟐𝟎𝟐𝟔 წლის 𝟏 მარტიდან დღემდე - სს „თიბისი ლიზინგის“ იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
◼️ 𝟐𝟎𝟐𝟑–𝟐𝟎𝟐𝟔 წ.წ. სს „თიბისი ლიზინგის“ სამართალწარმოების განყოფილების უფროსი;
◼️ 𝟐𝟎𝟐𝟏–𝟐𝟎𝟐𝟑 წ.წ. სს „თიბისი ბანკი“, უფროსი იურისტი/კოორდინატორი, კორპორატიული და 𝐒𝐌𝐄 პრობლემური აქტივების მართვის მიმართულებით, სამართალწარმოების განყოფილება;
◼️ 𝟐𝟎𝟏𝟔–𝟐𝟎𝟐𝟏 წ.წ. სს „ლიბერთი ბანკი“ იურისტი/უფროსი იურისტი, სამართალწარმოების განყოფილება;
◼️ 𝟐𝟎𝟏𝟒–𝟐𝟎𝟏𝟔 წ.წ. საადვოკატო კომპანია „𝐋𝐚𝐰 𝐂𝐨𝐧𝐬𝐮𝐥𝐭𝐢𝐧𝐠 𝐆𝐫𝐨𝐮𝐩“, იურისტი.
𝟐𝟎𝟐𝟏 წლიდან დღემდე ნინო არის გადახდისუუნარობის ავტორიზებული პრაქტიკოსი და ბიზნესის რეაბილიტაციისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაციის (𝐁𝐑𝐈𝐏𝐀) გამგეობის წევრი.
💡 რატომ სამოქალაქო საპროცესო სამართალი?
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხლების დაზეპირება ხშირად საკმარისი არ არის. როდესაც ნორმას რეალურ შემთხვევებს უკავშირებ, ის უფრო მარტივად გასაგები და დასამახსოვრებელი ხდება და ტესტში სწორი პასუხის სწრაფად ამოცნობასაც გიმარტივებს.
ნინოს მრავალწლიანი გამოცდილება სასამართლო დავების მართვასა და სამართლებრივ წარმომადგენლობაში მსმენელებს საშუალებას მისცემს, საპროცესო სამართლის ნორმები პრაქტიკულ მაგალითებთან კავშირში გაიაზრონ.
🗣 აკადემიური საქმიანობა
◼️ 𝟐𝟎𝟏𝟖 წლიდან დღემდე „ალტე უნივერსიტეტის“ ასოცირებული პროფესორი;
◼️ საქართველოს შრომის კოდექსის კომენტარების თანაავტორი;
◼️ რეგიონალური კონფერენციის „თანამედროვე გადახდისუუნარობის სამართლის გამოწვევები“ თანამომხსენებელი;