სოფო ბერიანიძე

სოფო ბერიანიძე

🚀​ გაგაცნობთ ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდის მოსამზადებელი კურსის მოწვეულ ტრენერს სოფიო ბერიანიძეს, რომელიც კურსის ფარგლებში ლექციებს გაუძღვება სამოქალაქო სამართალში.

🎓 განათლება და კვალიფიკაცია:

◼️ 𝟐𝟎𝟏𝟒 წლიდან - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართლის სადოქტორო პროგრამა, დოქტორანტი;
◼️ 𝟐𝟎𝟏𝟏-𝟐𝟎𝟏𝟑 წ.წ. საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი, კერძო/ბიზნეს სამართალი, სამართლის მაგისტრი წარჩინებით;
◼️ 𝟐𝟎𝟎𝟕-𝟐𝟎𝟏𝟏 წ.წ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართლის ბაკალავრი, წარჩინებით;

💼 სამუშაო და აკადემიური გამოცდილება:

◼️ 𝟐𝟎𝟐𝟑 წლიდან დღემდე - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭოს სამართლებრივი მხარდაჭერისა და სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი;
◼️ 𝟐𝟎𝟐𝟎-𝟐𝟎𝟐𝟑 წ.წ. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, სამსახურის აპარატის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (იურისტი);
◼️ 𝟐𝟎𝟏𝟕-𝟐𝟎𝟏𝟖 წ.წ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია,მოწვეული ლექტორი კერძო სამართლის მიმართულებით. სალექციო საქმიანობის ფარგლებში მუშაობდა თეორიული საკითხების განმარტებაზე, სასამართლო პრაქტიკისა და კონკრეტული მაგალითების განხილვაზე, კაზუსების ამოხსნასა და პრობლემური სამართლებრივი საკითხების ანალიზზე;
◼️ 𝟐𝟎𝟏𝟒-𝟐𝟎𝟐𝟎 წ.წ. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, იურიდიული დეპარტამენტის სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის სამსახურის მთავარი სპეციალისტი;
◼️ 𝟐𝟎𝟎𝟗-𝟐𝟎𝟏𝟓 წ.წ. სპს „გაბრიჩიძე და კომპანია“ იურისტი/ადვოკატი. საქმიანობა მოიცავდა კლიენტთა სრულ იურიდიულ მომსახურებას, მათ შორის სამართლებრივ კონსულტაციასა და საქმის სტრატეგიის შემუშავებას, სადამფუძნებლო და სახელშეკრულებო დოკუმენტაციის, ადმინისტრაციული საჩივრებისა და საპროცესო დოკუმენტების მომზადებას. კლიენტთა წარმომადგენლობას როგორც ადმინისტრაციულ ორგანოებში, ისე საერთო სასამართლოების სამივე ინსტანციაში.

📚 სამეცნიერო და პროფესიული საქმიანობა:

🔷​ სოფიო ბერიანიძე არის სამოქალაქო სამართლის მიმართულებით არა ერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მისი პუბლიკაციები ეხება პრივატიზების შესახებ ხელშეკრულების სამართლებრივ ბუნებას, პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის სამოქალაქო-სამართლებრივი დაცვის საშუალებებს, დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულებასა და დავალების ხელშეკრულებას.
🔷​ პრაქტიკულ და აკადემიურ საქმიანობასთან ერთად, სოფიო მუდმივად ზრუნავს პროფესიული ცოდნის განგრძობით გაღრმავებაზე და გავლილი აქვს მრავალი ტრენინგი და სემინარი როგორც კერძო სამართლის, ისე პროფესიული საქმიანობისთვის მნიშვნელოვანი სხვა მიმართულებებით.
🔷​ სოფიოს მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება, კერძო სამართლის სწავლების გამოცდილება და ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდის სპეციფიკის ცოდნა კურსის მსმენელებს დაეხმარება სამოქალაქო სამართლის საკითხების სიღრმისეულად გააზრებასა და მიღებული ცოდნის საგამოცდო ტესტებზე სწორად გამოყენებაში.