ქეთევან გურაშვილი

ქეთევან გურაშვილი

🗣️ გაგაცნობთ ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდის მოსამზადებელი კურსის მოწვეულ ტრენერს ქეთევან გურაშვილს, რომელიც კურსის ფარგლებში ლექციას გაუძღვება „ფულის გათეთრების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში.

🔹​ ქეთევანი 𝐉&𝐉 𝐓𝐫𝐚𝐢𝐧𝐢𝐧𝐠 𝐂𝐞𝐧𝐭𝐞𝐫-ის მოწვეული ტრენერია უკვე 𝟐 წელზე მეტია და სხვა და სხვა კურსის ფარგლებში ჩვენს მსმენელებს სისხლის სამართლის პროცესსა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში ამზადებდა.

💡 რატომ ქეთევან გურაშვილი ამ კონკრეტულ თემაზე?

🔹​ ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის თემები, საიდანაც ბევრი კითხვა მოდის, არამედ ის საკითხიც, საიდანაც გამოცდაზე შესაძლოა ერთი ტესტიც კი შეგხვდეთ.
🔹​ „ფულის გათეთრების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონი სწორედ ასეთი სპეციფიკური საკითხია და მისი ტექსტის მხოლოდ წაკითხვა საკმარისი არ არის.
🔹​ ქეთევანი 𝟐𝟎𝟐𝟎 წლიდან მუშაობს საბანკო სექტორში და ამ კანონთან მას უშუალო პროფესიული შეხება აქვს. საბანკო სექტორში გადასვლამდე იგი 𝟕 წელი პროკურორი გახლდათ. ტრენერი პრაქტიკოსის თვალით აგიხსნით კანონის მიზანს, მოქმედების სფეროსა და იმ ძირითად საკითხებს, რომლებზეც საგამოცდო ტესტში შეიძლება ყურადღება გამახვილდეს.

📌 ჩვენი მიზანია, საგამოცდო პროგრამაში არ დარჩეს საკითხი, რომელზეც მსმენელს პასუხის გასაცემად საჭირო ცოდნა არ ექნება, თუნდაც ამ საკითხიდან გამოცდაზე მხოლოდ ერთი კითხვა მოვიდეს.

💼 სამუშაო გამოცდილება:

◼️ 𝟐𝟎𝟐𝟎 წლიდან დღემდე სს „თიბისი ბანკის“ უფროსი იურისტი;
◼️ 𝟐𝟎𝟐𝟎 წლიდან დღემდე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით;
◼️ 𝟐𝟎𝟐𝟏 წლიდან დღემდე თიბისი აკადემიის ტრენერი;
◼️ 𝟐𝟎𝟏𝟑–𝟐𝟎𝟐𝟎 წ.წ. საქართველოს პროკურატურა, პროკურორი.
🎓 განათლება და კვალიფიკაცია:
◼️ 𝟐𝟎𝟏𝟐–𝟐𝟎𝟏𝟒 წ.წ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართლის მაგისტრი;
◼️ 𝟐𝟎𝟎𝟖–𝟐𝟎𝟏𝟐 წ.წ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართლის ბაკალავრი.

🏅 პროფესიული აღიარება და დამატებითი კვალიფიკაცია:

◼️ 𝟐𝟎𝟐𝟎 წელს ქეთევანს მიენიჭა პირველი კლასის იურისტის სახელმწიფო წოდება;
◼️ 𝟐𝟎𝟏𝟖 წელს დაჯილდოვდა საქართველოს გენერალური პროკურორის მადლობის სიგელით სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ და კეთილსინდისიერად შესრულებისთვის;
◼️ 𝟐𝟎𝟏𝟕 წელს აშშ-ის ელჩისგან გადაეცა მადლობის სიგელი განსაკუთრებული თანამშრომლობისთვის;
◼️ გავლილი აქვს აშშ-ის იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ორგანიზებული სასწავლო კურსი მენტორებისთვის და მინიჭებული აქვს საქართველოს პროკურატურის მენტორის სტატუსი.

📌 ჩვენი მიზანია, საგამოცდო პროგრამაში არ დარჩეს საკითხი, რომელზეც მსმენელს პასუხის გასაცემად საჭირო ცოდნა არ ექნება, თუნდაც ამ საკითხიდან გამოცდაზე მხოლოდ ერთი კითხვა მოვიდეს.