📚 გაგაცნობთ ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდის მოსამზადებელი კურსის მოწვეულ ტრენერს, სამართლის დოქტორს ბატონ ბადრი კოჭლამაზაშვილს, რომელიც კურსის ფარგლებში ლექციებს გაუძღვება სისხლის სამართალში.

სამუშაო გამოცდილება:

𝟐𝟎𝟐𝟓 წლიდან დღემდე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე;

𝟐𝟎𝟏𝟗 წლის ოქტომბრიდან მოსამართლის თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე;

𝟐𝟎𝟏𝟕–𝟐𝟎𝟐𝟓 წ.წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე;

𝟐𝟎𝟎𝟕–𝟐𝟎𝟏𝟕 წ.წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;

𝟏𝟗𝟗𝟗–𝟐𝟎𝟎𝟕 წ.წ. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

ბადრი კოჭლამაზაშვილს აქვს 𝟐𝟎 წლიანი სამოსამართლო გამოცდილება სისხლის სამართლის სფეროში.

აკადემიური საქმიანობა:

𝟐𝟎𝟏𝟐 წლიდან დღემდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი, კითხულობს ლექციებს სისხლის სამართალში;

𝟐𝟎𝟎𝟎–𝟐𝟎𝟎𝟕 წ.წ. კითხულობდა ლექციების კურსს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის იურიდიულ ფაკულტეტებზე;

განათლება და კვალიფიკაცია:

𝟐𝟎𝟎𝟗 წ. სამართლის დოქტორი;

𝟐𝟎𝟎𝟐 წ. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა;

𝟏𝟗𝟗𝟗 წ. წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია;

𝟐𝟎𝟎𝟓 წ. ჩააბარა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის

𝟐𝟎𝟎𝟑 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში წარმატებული მუშაობისთვის დაჯილდოვდა ღირსების მედლით.

დამატებითი ინფორმაცია პროფესიული და სამეცნიერო საქმიანობის შესახებ:

არის 𝟏 წიგნისა და 𝟐𝟎-მდე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი;

მონაწილეობა აქვს მიღებული არა ერთ საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციაში, როგორც ტრენერის, ისე მონაწილის სტატუსით;

ჩატარებული აქვს არა ერთი ტრენინგი გამოძიებისა და სასამართლო პრაქტიკის აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებს.

ბადრი კოჭლამაზაშვილის ლექციები მსმენელებს შესაძლებლობას მისცემს სისხლის სამართლის საკითხები შეისწავლონ პროფესიონალთან ერთად, რომელსაც ამ სფეროში 𝟐𝟎 წლიანი სამოსამართლო და 𝟐𝟔 წლიანი სალექციო გამოცდილება აქვს.

მისი მრავალწლიანი სასამართლო პრაქტიკისა და აკადემიური საქმიანობის ერთობლიობა მსმენელებს დაეხმარება სისხლის სამართლის საკითხების როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული პერსპექტივიდან გააზრებაში.