GBA საერთო სპეციალიზაცია
890₾
- ფორმატი:ჰიბრიდული
- სერტიფიკატი:კი
- ლექციების რ-ბა:70
- დრო:175 საათი
ადვოკატის გამოცდაზე წარმატება მხოლოდ კანონების ცოდნას ვერ მოაქვს. გამოცდას აბარებს ის, ვინც იცის როგორ იფიქროს საგამოცდო ტესტის ლოგიკით, სწორად გააანალიზოს კითხვა და დროში ეფექტურად იმუშაოს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება 𝐉&𝐉 𝐓𝐫𝐚𝐢𝐧𝐢𝐧𝐠 𝐂𝐞𝐧𝐭𝐞𝐫-ის მოსამზადებელი 𝟑 თვიანი პროგრამა, რომელიც უკვე მეშვიდედ იწყებს ახალი ნაკადის მიღებას!
🏆 𝐉&𝐉 𝐓𝐫𝐚𝐢𝐧𝐢𝐧𝐠 𝐂𝐞𝐧𝐭𝐞𝐫 ერთადერთი კერძო ტრენინგ ცენტრია საქართველოში, სადაც დანერგილია 𝐈𝐒𝐎 𝟗𝟎𝟎𝟏:𝟐𝟎𝟏𝟓 ხარისხის მართვის საერთაშორისო სისტემა და შენთვის ეს ნიშნავს:
✅ ტრენერები შერჩეულია მკაცრი პროფესიული კრიტერიუმებით;
✅ სასწავლო პროგრამა აგებულია საგამოცდო სპეციფიკაზე დაყრდნობით;
✅ სწავლების პროცესი ეფუძნება ხარისხის მართვის სტანდარტებს და არა შემთხვევით მეთოდებს;
✅ თითოეული ნაკადის შედეგები მუდმივად ფასდება და პროგრამა მუდმივად იხვეწება.
🔝 ჩვენი სისტემა აგებულია ერთ მარტივ პრინციპზე:
ლექცია → ტესტირება → ანალიზი → განმტკიცება.
ყოველი ლექციის დასრულების შემდეგ მსმენელი იღებს ტესტურ დავალებებს. მომდევნო ლექცია იწყება სწორედ ამ ტესტების განხილვით, ვარკვევთ:
🔷 რატომ იყო ერთი პასუხი სწორი და მეორე არასწორი;
🔷 სად უშვებენ მსმენელები ყველაზე ხშირ შეცდომებს;
📝 სალექციო განრიგის დასრულების შემდეგ ტარდება 𝟏𝟎𝟎 ქულიანი იმიტირებული გამოცდა, რომელიც მაქსიმალურად მიახლოებულია რეალურ საგამოცდო გარემოსთან. შემდეგ კი იმართება 𝟐 შეხვედრა, სადაც განიხილება ყველა ტესტი და ბუნდოვანი საკითხი.
რას მიიღებთ კურსზე❓
✔ ადვოკატთა ასოციაციის მიერ დამტკიცებული საგამოცდო პროგრამის სრულ დაფარვას;
✔ გამოცდის სპეციფიკაზე მორგებულ სალექციო კურსს;
✔ ყველა ლექციის ჩანაწერზე წვდომას გამოცდის გამართვამდე;
✔ ყოველი ლექციის შემდეგ პრაქტიკულ ტესტებს;
✔ ტესტების დეტალურ განხილვას მომდევნო ლექციაზე;
✔ თემატურ, პირისპირ ფორმატის შემაჯამებელ შეხვედრებს;
✔ 𝟏𝟎𝟎 ქულიან იმიტირებულ გამოცდას ტესტების პროგრამის მეშვეობით;
✔ იმიტირებული გამოცდის თითოეული კითხვის სრულ ანალიზს პირისპირ ფორმატში;
✔ გამოცდისთვის საჭირო სტრატეგიებსა და პრაქტიკულ რეკომენდაციებს.
⏳ კურსის ხანგძლივობა: 𝟑 თვე;
⏰ რეგისტრაციის ბოლო ვადა: 𝟓 სექტემბერი;
🚀 დასაწყისი: 𝟕 სექტემბერი;
💻 კურსის ფორმატი: 𝐙𝐨𝐨𝐦-ის პლატფორმის მეშვეობით, ასევე შეხვედრები პირისპირ ფორმატში;
💸 სრული კურსის ღირებულება და სალექციო განრიგი:
📗 სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია: 𝟕𝟗𝟎 ლარი;
📕 სისხლის სამართლის სპეციალიზაცია: 𝟕𝟗𝟎 ლარი;
📙 საერთო სამართლის სპეციალიზაცია: 𝟖𝟗𝟎 ლარი;
💳 კურსის საფასურის გადახდა შესაძლებელია 𝟐 ან 𝟑 ნაწილად;
💯 კურსის ფარგლებში სრულად დაიფარება ადვოკატთა ასოციაციის მიერ დამტკიცებული შემდეგი საგამოცდო პროგრამა
🤝 ჩვენი სასწავლო პროგრამის მოწვეული ტრენერები არიან:
📗 სამოქალაქო სამართლის მიმართულება:
◾ ეკატერინე გასიტაშვილი - უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე;
◾ სოფო მაჭავარიანი - პრაქტიკოსი ადვოკატი, ყოფილი მოსამართლე;
◾ გვანცა ხასია - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;
◾ თამარ მსხვილიძე - სამართლის დოქტორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
◾ სოფიო ბერიანიძე - სამართლის დოქტორანტი, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის სამართლებრივი მხარდაჭერისა და სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი;
◾ ნინო ქოჩიაშვილი - მოქმედი ადვოკატი, სს „თიბისი ლიზინგის“ იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, 𝐀𝐋𝐓𝐄 უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
◾ თეონა კევლიშვილი ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ადვოკატი, სს „სილქნეტის“ უფროსი იურისტი;
📕 სისხლის სამართლის მიმართულება:
◾ ბადრი კოჭლამაზაშვილი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, სამართლის დოქტორი;
◾ ლევან ვეფხვაძე - სამართლის დოქტორი, პროკურორი;
◾ ქეთევან გურაშვილი - მოქმედი ადვოკატი, ყოფილი პროკურორი;
📘 ადმინისტრაციული სამართლის მიმართულება:
◾ გოგა კიკილაშვილი - სამართლის დოქტორი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი;
🌍 კონსტიტუცია და საერთაშორისო სამართლის მიმართულება:
◾ მარიამ სიორდია - სამართლის მაგისტრი, 𝐔𝐧𝐢𝐯𝐞𝐫𝐬𝐢𝐭𝐲 𝐨𝐟 𝐏é𝐜𝐬.
🎓 კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი გაიცემა იმ მონაწილეზე, რომელიც 𝟏𝟎𝟎 ქულიან იმიტირებულ გამოცდაზე არა ნაკლებ 𝟕𝟓 ქულას დააგროვებს;
📞 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
📱 𝟓𝟕𝟕 𝟑𝟗 𝟕𝟑 𝟏𝟎
📩 ელ-ფოსტაზე: 𝐭𝐫𝐚𝐢𝐧𝐢𝐧𝐠@𝐣𝐣𝐜.𝐠𝐞;