სტაჟიორ-პროკურორთა გამოცდის მოსამზადებელი კურსი -საბაზისო პაკეტი--
550.00₾
- განრიგი:2026 წლის 01 ივლისიდან 22 აგვისტოს ჩათვლით
- დაწყება:2026 წლის 01 ივლისიდან
- ფორმატი:zoom
- სერტიფიკატი:კი
- ლექციების რ-ბა:32
- დრო:80 საათი
𝐉&𝐉 𝐓𝐫𝐚𝐢𝐧𝐢𝐧𝐠 𝐂𝐞𝐧𝐭𝐞𝐫 აცხადებს სტაჟიორ-პროკურორთა/გამომძიებელთა გამოცდისათვის მოსამზადებელ კურსს.

კურსის ფარგლებში სრულად დაიფარება პროკურატურის მიერ გამოცხადებული საკონკურსო პროგრამა.

კურსი განკუთვნილია მათთვის, ვინც ემზადება სტაჟიორ-პროკურორის/სტაჟიორ-გამომძიებლის კონკურსისთვის და სურს სრული საგამოცდო პროგრამის სისტემური, პრაქტიკული და შედეგზე ორიენტირებული გავლა.

ღირებულება:

საბაზისო ცოდნის კურსი: 𝟕𝟗𝟎 ლარი;

პრემიუმ პაკეტი: 𝟏 𝟏𝟗𝟎 ლარი;

კურსის დაწყება/დასრულება: 𝟐𝟎𝟐𝟔 წლის 𝟎𝟏 ივლისი - 𝟐𝟎𝟐𝟔 წლის 𝟓 სეტემბერი;

დრო: 𝟏𝟗:𝟑𝟎-დან 𝟐𝟐:𝟎𝟎 საათამდე;

ფორმატი: 𝐨𝐧𝐥𝐢𝐧𝐞 / 𝐳𝐨𝐨𝐦

ხანგრძლივობა: 𝟑𝟎 ლექცია / 𝟕𝟓 საათი;

ლექციების ჩანაწერებზე წვდომა: გამოცდის გამართვამდე;

პირისპირ შეხვედრები: სასტუმრო 𝐀𝐟𝐢𝐬𝐡𝐚, პეტრე მელიქიშვილის #𝟓;

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 𝟐𝟗 ივნისი

საბაზისო ცოდნის კურსი - 𝟕𝟗𝟎 ლარი;

𝟑𝟎 ონლაინ შეხვედრა;

𝟕𝟓 სასწავლო საათი;

სრული საგამოცდო პროგრამის დამუშავება;

ყოველი ლექციის შემდეგ არანაკლებ 𝟏𝟓 ტესტური დავალება;

ჯამში არანაკლებ 𝟒𝟓𝟎 ტესტი;

ლექციების ჩანაწერებზე წვდომა გამოცდის გამართვამდე;

ეს პაკეტი საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისაც სურს სრული პროგრამის გავლა, ლექციების ჩანაწერებზე წვდომა და გამოცდამდე საკუთარი ცოდნის იმიტირებული გამოცდით შემოწმება.

პრემიუმ პაკეტი - 𝟏 𝟏𝟗𝟎 ლარი;
პრემიუმ პაკეტი მოიცავს ყველაფერს, რაც შედის საბაზისო პაკეტში, თუმცა დამატებით გაძლევთ შესაძლებლობას, იმიტირებული გამოცდის შედეგები დეტალურად განიხილოთ ტრენერებთან პირისპირ ფორმატში.
პრემიუმ პაკეტში შედის ყველაფერი, რაც შედის საბაზისო პაკეტში და დამატებით:

კურსის დასრულების შემდეგ იმიტირებული გამოცდა გავლილი დისციპლინებიდან.

გამოცდის დანიშვნამდე 𝟐 პირისპირ შეხვედრა ტრენერებთან;

გამოცდის საკითხებისა და სპეციფიკის პირისპირ განხილვა;

პირისპირ შეხვედრები სასტუმრო 𝐀𝐟𝐢𝐬𝐡𝐚-ში, პეტრე მელიქიშვილის #𝟓.

ეს პაკეტი განკუთვნილია მათთვის, ვისაც მხოლოდ სრული პროგრამის გავლა კი არა, საკუთარი შეცდომების გაანალიზება, საგამოცდო პროცესის სიღრმისეულად გაგება და ტრენერებთან პირისპირ ფორმატში მუშაობა სურს.

პრემიუმ პაკეტი ხელმისაწვდომია მხოლოდ 𝟑𝟎 მსმენელისთვის, რადგან იგი მოიცავს ტრენერებთან პირისპირ შეხვედრებს.

პაკეტების მთავარი განსხვავება

საბაზისო პაკეტი = სრული საგამოცდო პროგრამა + ტესტები + ჩანაწერები;

პრემიუმ პაკეტი = საბაზისო პაკეტი + იმიტირებული გამოცდა+ გამოცდის შედეგების დეტალური განხილვა + 𝟐 პირისპირ შეხვედრა ტრენერებთან;

სასწავლო პროცესის სტრუქტურა

სასწავლო პროგრამა აგებულია გამოცხადებული საკონკურსო თემატიკის მიხედვით;

ლექციებზე საკითხები განიხილება როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკული მაგალითებისა და საგამოცდო ლოგიკის გათვალისწინებით;

ყოველი ლექციის დასრულების შემდეგ მსმენელი 𝟏𝟓 ტესტური დავალების მეშვეობით გადაამოწმებს, რამდენად კარგად გაიგო ახსნილი მასალა;

კურსის ფარგლებში ჯამში დამუშავდება არანაკლებ 𝟒𝟓𝟎 ტესტი;

ლექციების ჩანაწერებზე წვდომა მსმენელებს ექნებათ გამოცდის გამართვამდე;

კურსის ბოლოს ორივე პაკეტის მონაწილეები დაწერენ იმიტირებულ გამოცდას;

პრემიუმ პაკეტის მონაწილეებისთვის იმიტირებული გამოცდის ტესტები დამატებით განიხილება პირისპირ ფორმატში;

სასწავლო პროცესი ორიენტირებულია არა მხოლოდ ცოდნის მიღებაზე, არამედ გამოცდისთვის საჭირო ანალიტიკური აზროვნების განვითარებაზე.

კურსს გაუძღვებიან:

გიორგი მიროტაძე — თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე;

ანზორი გურული — ადვოკატთა ასოციაციის წევრი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, დამატებითი სპეციალიზაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში; ყოფილი პროკურორი და გამომძიებელი;

მარიამ მითაიშვილი — საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლის მწერალი თანაშემწე;

ლევან სეფიაშვილი — ადვოკატთა ასოციაციის წევრი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, დამატებითი სპეციალიზაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში;

შოთა გეწაძე — თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის ყოფილი მოსამართლე;

მარიამ სიორდია — საერთაშორისო და საჯარო სამართლის მიმართულების მოწვეული ლექტორი.
━━━━━━━━━━━━━━━

რატომ 𝐉&𝐉 𝐓𝐫𝐚𝐢𝐧𝐢𝐧𝐠 𝐂𝐞𝐧𝐭𝐞𝐫?
━━━━━━━━━━━━━━━
𝐉&𝐉 𝐓𝐫𝐚𝐢𝐧𝐢𝐧𝐠 𝐂𝐞𝐧𝐭𝐞𝐫 ერთადერთი კერძო ტრენინგ ცენტრია საქართველოში, რომელსაც ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტი 𝐈𝐒𝐎 𝟗𝟎𝟎𝟏:𝟐𝟎𝟏𝟓 აქვს დანერგილი.
სტანდარტი უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის სისტემურ მართვას, ტრენერთა კონკურენტულ შერჩევას, გამოცდის სპეციფიკაზე მორგებულ სწავლების მეთოდოლოგიასა და გამართულ მენეჯმენტის სისტემას.

გაცნობითი ხასიათის საორგანიზაციო შეხვედრა: 28 ივნისი, სასტუმრო 𝐀𝐟𝐢𝐬𝐡𝐚, პეტრე მელიქიშვილის #𝟓;

დეტალური განრიგი: აიტვირთება;

სარეგისტრაციო ფორმა:
https://forms.gle/QByMmQLxEtJC5oDG7

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

𝟓𝟕𝟕 𝟑𝟗 𝟕𝟑 𝟏𝟎;