გიორგი მიროტაძე

გიორგი მიროტაძე


💼​ ტრენერის სამუშაო გამოცდილება:
◼ 𝟐𝟎𝟏𝟑 წლიდან დღემდე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე;
◼ 𝟐𝟎𝟏𝟔 წლიდან მოსამართლედ განწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე;
◼ 𝟐𝟎𝟏𝟔-𝟐𝟎𝟏𝟗 წ.წ. - იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრი;
◼ 𝟐𝟎𝟏𝟑-𝟐𝟎𝟏𝟓 წ.წ - სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში;
◼ 𝟐𝟎𝟏𝟐-𝟐𝟎𝟏𝟑 წ.წ. - იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი;
◼ 𝟐𝟎𝟎𝟕-𝟐𝟎𝟏𝟐 წ.წ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლეო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების უფროსი;
◼ 𝟐𝟎𝟎𝟓-𝟐𝟎𝟎𝟔 წ.წ. - გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე;
◼ 𝟐𝟎𝟎𝟎-𝟐𝟎𝟎𝟓 წ.წ. - რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე.
🎓 განათლება და კვალიფიკაცია:
◼ 𝟐𝟎𝟐𝟎-𝟐𝟎𝟐𝟐 წ.წ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საჯარო მმართველობის დოქტორი;
◼ 𝟏𝟗𝟗𝟐-𝟏𝟗𝟗𝟖 წ.წ. - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნე;
📚​აკადემიური საქმიანობა და დამატებითი ინფორმაცია აქტივობების შესახებ:
◼ 𝟐𝟎𝟏𝟕 წლიდან დღემდე იუსტიციის უმაღლესი სკოლის ტრენერი, მასწავლებელთა საბჭოს წევრი სისხლის სამართლის მიმართულებით;
◼ იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ ორგანიზებული მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსის ტრენერი სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში;
◼ 𝟐𝟎𝟐𝟒 წელი 𝐉&𝐉 𝐓𝐫𝐚𝐢𝐧𝐢𝐧𝐠 𝐂𝐞𝐧𝐭𝐞𝐫 მოწვეული ტრენერი მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის მოსამზადებელი კურსის ფარგლებში (სისხლის სამართლის სპეციალიზაცია);
🤝 ჩვენი ტრენინგ ცენტრი მიესალმება ბატონ გიორგისთან ახლა უკვე სტაჟირების ჭრილში თანამშრომლობას. მისი მრავალწლიანი სამოსამართლეო გამოცდილება და იუსტიციის უმაღლესი სკოლის ტრენერობა კურსის მონაწილეებისთვის ქმნის განსაკუთრებულ შესაძლებლობას, სისხლის სამართლის საკითხები დაინახონ როგორც საგამოცდო, ისე პრაქტიკული პერსპექტივიდან.
🚀​ პროკურატურის მიერ გამოცხადებული სტაჟირების კონკურსი ყოველთვის გამოირჩევა მაღალი ძლიერი კონკურენციით. ასობით კანდიდატიდან მხოლოდ მცირე ნაწილი აგრძელებს წარმატებით მის კარიერას, სწორედ ასეთ პირობებში ხდება გადამწყვეტი არა მხოლოდ მასალის ცოდნა, არამედ საკითხების სწორად გააზრება, პრაქტიკული ანალიზი და საგამოცდო ლოგიკის დაჭერა.
🛎️​ კურსის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა იმ პრობლემატური საკითხების ანალიზს, რომლებიც მნიშვნელოვანია სტაჟიორ-პროკურორთა და სტაჟიორ-გამომძიებელთა გამოცდისთვის, მათ შორის სასამართლო პრაქტიკის გააზრებას, საგამოძიებო და საპროცესო საკითხების სწორად შეფასებას და სისხლის სამართლის ნორმების პრაქტიკულ გამოყენებას.
📈​ მაღალი კონკურენციის პირობებში სწორედ კვალიფიციური ტრენერისგან მიღებული ცოდნა და პრაქტიკაზე დაფუძნებული მიდგომა არის ის უპირატესობა, რომელიც მსმენელს სხვა ძლიერ კანდიდატებს შორის გამორჩეულად წარმოაჩენს.
See less