
ტრენერის განათლება და კვალიფიკაცია:

𝟐𝟎𝟏𝟔-𝟐𝟎𝟐𝟎 წ.წ. სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;

𝟐𝟎𝟐𝟎-𝟐𝟎𝟐𝟐 წ.წ. სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართლის მაგისტრი.

საკვალიფიკაციო გამოცდები:

𝟐𝟎𝟐𝟑 წლის 𝟐𝟒 სექტემბერს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

𝟐𝟎𝟐𝟐 წლის 𝟏𝟕 ნოემბერს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა;

𝟐𝟎𝟐𝟏 წლის 𝟏𝟎 მარტს ჩააბარა ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით;

ტრენერის სამუშაო გამოცდილება ასე გამოიყურება:

𝟐𝟎𝟐𝟐 წლიდან დღემდე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, დამატებითი სპეციალიზაციით არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება;

𝟐𝟎𝟐𝟐 წლის აპრილი - 𝟐𝟎𝟐𝟐 წლის აგვისტო თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის სპეციალისტი;

𝟐𝟎𝟐𝟏 წლის 𝟏 ოქტომბერი - 𝟐𝟎𝟐𝟐 წლის 𝟏 აპრილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სამდივნო;

𝟐𝟎𝟏𝟗 - 𝟐𝟎𝟐𝟎 წ.წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

ჩვენი ტრენინგ ცენტრი მიესალმება პრაქტიკოს ტრენერთან თანამშრომლობას, რომელსაც აქვს როგორც სასამართლო სისტემაში მუშაობის გამოცდილება, ისე სისხლის სამართლის მიმართულებით პროფესიული და საგამოცდო კვალიფიკაცია.
ლევან სეფიაშვილის გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მსმენელებისთვის, რომლებიც სტაჟიორ-პროკურორისა და სტაჟიორ-გამომძიებლის გამოცდისთვის ემზადებიან და სურთ, საკითხები არა მხოლოდ თეორიულად, არამედ პრაქტიკულ ჭრილშიც დაინახონ.