ანზორი გურული

ანზორი გურული

💼 ტრენერის სამუშაო გამოცდილება ასე გამოიყურება:
◾️ 𝟐𝟎𝟐𝟐 - 𝟐𝟎𝟐𝟓 წ.წ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი;
◾️ 𝟐𝟎𝟏𝟗 - 𝟐𝟎𝟐𝟐 წ.წ. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი;
◾️ 𝟐𝟎𝟏𝟗 წლის აპრილიდან - 𝟐𝟎𝟏𝟗 წლის ოქტომბრამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი;
◾️ 𝟐𝟎𝟏𝟖 - 𝟐𝟎𝟏𝟗 წ.წ. საქართველოს პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორი;
🎓 ტრენერის განათლება და კვალიფიკაცია:
◾️ 𝟐𝟎𝟏𝟔-𝟐𝟎𝟐𝟎 წ.წ. საქართველოს უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობა, მაგისტრატურა;
◾️ 𝟐𝟎𝟏𝟐-𝟐𝟎𝟏𝟔 წ.წ. საქართველოს უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობა, სამართლის ბაკალავრი.
✅ პროფესიული გამოცდილების ძირითადი მიმართულებები:
◾️ განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამოძიება;
◾️ გამოძიების ხარისხის მონიტორინგი;
◾️ საპროცესო ხელმძღვანელობა;
◾️ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება;
◾️ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საკითხებზე მუშაობა და სამართლებრივი ანალიზის მომზადება.
🤝 ჩვენი ტრენინგ ცენტრი მიესალმება პრაქტიკოს ტრენერთან თანამშრომლობას, რომელსაც საგამოძიებო ორგანოებში, პროკურატურასა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის მიმართულებით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
ანზორ გურული მნიშვნელოვნად გააძლიერებს ტრენერთა გუნდს, რომელიც სტაჟიორ-პროკურორთა და სტაჟიორ-გამომძიებელთა გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსის ფარგლებში დაკომპლექტდა. მისი გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მსმენელებისთვის, რომლებსაც სურთ სისხლის სამართლის კოდექსის საკითხები დაინახონ არა მხოლოდ თეორიულად, არამედ საგამოძიებო და საპროკურორო პრაქტიკის ჭრილში.
See less