უძრავი ქონების გაყიდვების 𝐀𝐁𝐂 - პირველი კონტაქტიდან გარიგებამდე
1290₾
- განრიგი:2026 წლის 21 და 28 ნოემბრი, 5 და 12 დეკემბრი
- დაწყება:2026 წლის 21 ნოემბრიდან
- ფორმატი:ჰიბრიდული
- სერტიფიკატი:კი
- ლექციების რ-ბა:4
- დრო:20 საათი
𝐉&𝐉 𝐓𝐫𝐚𝐢𝐧𝐢𝐧𝐠 𝐂𝐞𝐧𝐭𝐞𝐫 გთავაზობთ 𝟐𝟎 საათიან პრაქტიკულ კურსს „უძრავი ქონების გაყიდვების 𝐀𝐁𝐂 - პირველი კონტაქტიდან გარიგებამდე“
კურსს გაუძღვებიან უძრავი ქონების გაყიდვებისა და სამართლის სფეროს პრაქტიკოსი პროფესიონალები:

სოფო მეშვილდიშვილი - უძრავი ქონების გაყიდვებისა და ბრენდინგის სპეციალისტი;

ნინა ჯულაყიძე - სამშენებლო და უძრავი ქონების სამართლის სპეციალისტი, ადვოკატი.
„უძრავი ქონების გაყიდვების 𝐀𝐁𝐂 - პირველი კონტაქტიდან გარიგებამდე“ აერთიანებს 𝟐𝟎 სატრენინგო საათს, 𝟐 ძირითად მიმართულებასა და 𝟒 შეხვედრას.

ოთხივე შეხვედრა ერთი სასწავლო პროგრამის ნაწილია, თუმცა მონაწილეს შეუძლია გაიაროს როგორც სრული 𝟐𝟎 საათიანი კურსი, ისე ინდივიდუალურად აირჩიოს მისთვის საინტერესო 𝟏𝟎 საათიანი მიმართულება.
კურსის მიზანია მონაწილეებმა შეიძინონ უძრავი ქონების გაყიდვების პროცესის ეფექტიანად და სამართლებრივად სწორად წარმართვისთვის აუცილებელი პრაქტიკული ცოდნა და უნარები. სასწავლო პროგრამა ორიენტირებულია იმაზე, რომ მონაწილეებმა შეძლონ:

მყიდველის საჭიროებების გამოვლენა და შესაბამისი უძრავი ქონების შეთავაზება;

პროექტისა და ბინის მახასიათებლების ეფექტიანად წარდგენა;

მოლაპარაკების წარმართვა და გაყიდვის დახურვის ტექნიკების გამოყენება;

უძრავი ქონების ძირითადი სამართლებრივი დოკუმენტების დამოუკიდებლად მოძიება და ანალიზი;

ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების გააზრება და კლიენტისთვის გასაგებად განმარტება;

კლიენტთან ურთიერთობის სწორად წარმართვა როგორც გარიგების გაფორმებამდე, ისე მის შემდეგ.

ვისთვის არის კურსი?

დეველოპერული კომპანიების გაყიდვების მენეჯერებისთვის;

უძრავი ქონების სააგენტოების წარმომადგენლებისა და დამოუკიდებელი ბროკერებისთვის;

უძრავი ქონების გაყიდვების სფეროში დასაქმების მსურველთათვის;

დეველოპერული კომპანიების მენეჯერებისა და იმ თანამშრომლებისთვის, რომლებსაც მყიდველებთან უშუალო კომუნიკაცია უწევთ;

უძრავი ქონების ინვესტორებისა და გაყიდვების პროცესის სამართლებრივი თავისებურებებით დაინტერესებული პირებისთვის.

გამართვის ადგილი: 𝐓𝐛𝐢𝐥𝐢𝐬𝐢 𝐏𝐡𝐢𝐥𝐡𝐚𝐫𝐦𝐨𝐧𝐢𝐜 𝐛𝐲 𝐌𝐞𝐫𝐜𝐮𝐫𝐞 𝐇𝐨𝐭𝐞𝐥, პეტრე მელიქიშვილის №𝟏𝟎, თბილისი.

გამართვის თარიღები: 𝟐𝟏 და 𝟐𝟖 ნოემბერი; 𝟓 და 𝟏𝟐 დეკემბერი 𝟏𝟏:𝟎𝟎–𝟏𝟔:𝟎𝟎 საათი;

ფორმატი: ადგილზე / 𝐋𝐢𝐯𝐞 𝐙𝐨𝐨𝐦.

სრული კურსის ღირებულება - 𝟏 𝟐𝟗𝟎 ლარი;

კურსის მოქნილი ფორმატი - თუ სრული კურსის გავლა არ გსურთ, შეგიძლიათ დამოუკიდებლად აირჩიოთ თქვენთვის საინტერესო მიმართულება:

ტრენერი: სოფო მეშვილდიშვილი

𝟐𝟏 ნოემბერი და 𝟓 დეკემბერი | 𝟏𝟎 საათი.

დეველოპერული და საბროკერო გაყიდვები - სისტემა, მოლაპარაკება, დახურვა - 𝟕𝟗𝟎 ლარი;
იხილეთ სილაბუსი 🔗 სილაბუსი

ტრენერი: ნინა ჯულაყიძე

𝟐𝟖 ნოემბერი და 𝟏𝟐 დეკემბერი | 𝟏𝟎 საათი.

უძრავი ქონების გაყიდვების სამართლებრივი მხარე - დოკუმენტაცია, გარიგებები, რისკები - 𝟕𝟗𝟎 ლარი;
იხილეთ სილაბუსი 🔗 სილაბუსი
კურსის ან შესაბამისი მოდულის დასრულების შემდეგ, შეხვედრების არანაკლებ 𝟕𝟓%-ის დასწრების შემთხვევაში, მონაწილეებს გადაეცემათ კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
🔗 ფორმა

დამატებითი ინფორმაცია: 𝟓𝟕𝟕 𝟑𝟗 𝟕𝟑 𝟏𝟎;