ნინა ჯულაყიძე

ნინა ჯულაყიძე

მოხარულები ვართ კიდევ ერთხელ წარმოგიდგინოთ პრაქტიკოსი ადვოკატი და J&J Training Center • ტრენინგ ცენტრი დამფუძნებელი ნინა ჯულაყიძე, რომელიც „სამშენებლო სამართლის აკადემიის“ ფარგლებში გაუძღვება სამშენებლო სამართლის 𝐀𝐝𝐯𝐚𝐧𝐜𝐞𝐝 კურსს.

𝐀𝐝𝐯𝐚𝐧𝐜𝐞𝐝 კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც უკვე აქვს სამშენებლო სამართლის საბაზისო ცოდნა და სურს უფრო სიღრმისეულად იმუშაოს რეალურ პროექტებზე, რთულ სამართლებრივ საკითხებსა და პრაქტიკულ ქეისებზე.

განათლება და კვალიფიკაცია:
▪️​ 𝟐𝟎𝟏𝟑–𝟐𝟎𝟏𝟖 წ.წ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართლის მაგისტრი. სამაგისტრო ნაშრომის თემატიკა: „სამეზობლო ემისიებიდან გამომდინარე მოთხოვნების ფარგლები და სამართლებრივი საფუძვლები“;
▪️​  𝟐𝟎𝟎𝟖–𝟐𝟎𝟏𝟐 წ.წ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართლის ბაკალავრი, წარჩინებით.

სამუშაო გამოცდილება:
🔹​ 𝟐𝟎𝟏𝟕 წლიდან დღემდე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და პრაქტიკოსი ადვოკატი სამშენებლო და უძრავი ქონების მიმართულებით;
🔹​𝟐𝟎𝟐𝟔 წლის თებერვლიდან დღემდე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სამშენებლო სამართლის კომიტეტის წევრი;
🔹​ 𝟐𝟎𝟐𝟏 წლიდან დღემდე 𝐉&𝐉 𝐓𝐫𝐚𝐢𝐧𝐢𝐧𝐠 𝐂𝐞𝐧𝐭𝐞𝐫 მმართველი პარტნიორი;
🔹 𝟐𝟎𝟐𝟎–𝟐𝟎𝟐𝟏 წ.წ. სამშენებლო კომპანია 𝐇𝐚𝐮𝐬𝐚𝐫𝐭 𝐃𝐞𝐯𝐞𝐥𝐨𝐩𝐦𝐞𝐧𝐭-ის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
🔹 𝟐𝟎𝟏𝟖–𝟐𝟎𝟐𝟎 წ.წ. არქიტექტურული კომპანია 𝐀𝐑𝐂𝐎-ს იურისტი;
🔹 𝟐𝟎𝟏𝟒–𝟐𝟎𝟏𝟕 წ.წ. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის იურიდიული სამსახურის მთავარი იურისტი.

▪️​ ნინა პრაქტიკაში მუშაობს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საპროექტო დოკუმენტაციის სამართლებრივი ექსპერტიზა, მშენებლობის ნებართვის მოპოვების სამართლებრივი საფუძვლები, უძრავი ქონების ტრანზაქციები თუ სამშენებლო სამართალდარღვევებთან დაკავშირებული დავები.
მისი პრაქტიკა მოიცავს როგორც ფიზიკური პირების, ისე ბიზნესის წარმომადგენლობას, სამართლებრივი რისკების შეფასებასა და რთული სამშენებლო პროცესების სამართლებრივ მართვას.

▪️​ ნინა თანამშრომლობს დეველოპერულ, სამშენებლო და საპროექტო კომპანიებთან, მათ შორის 𝐂𝐈𝐓𝐘𝐙𝐄𝐍, წისქვილი ჯგუფი (სამშენებლო მიმართულება), საპროექტო კომპანია „სტუდია 𝟗+“, მთაწმინდის პარკი და სხვა.

▪️​ სამშენებლო სამართლის 𝐀𝐝𝐯𝐚𝐧𝐜𝐞𝐝 კურსზე თეორიულ ცოდნასთან ერთად განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პრაქტიკულ ქეისებზე მუშაობას, კერძოდ მიწის მშენებლობაუნარიანობის დადგენას, ნებართვის მოპოვების სტადიებსა და გზებს, ასევე ჯარიმების/სანქციების გასაჩივრების მექანიზმებს.