𝐉&𝐉 𝐓𝐫𝐚𝐢𝐧𝐢𝐧𝐠 𝐂𝐞𝐧𝐭𝐞𝐫 საქართველოს საზღვრებს სცდება და 𝟐𝟎𝟐𝟔 წლის 𝟒-𝟖 აგვისტოს გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგში, გეგმავს სასწავლო ვიზიტს ერთ-ერთ გამორჩეულ სამართლის სკოლაში 𝐁𝐮𝐜𝐞𝐫𝐢𝐮𝐬 𝐋𝐚𝐰 𝐒𝐜𝐡𝐨𝐨𝐥-ში ![]()
ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ქართველი იურისტებისთვის, სამართლის სტუდენტებისთვის, საკორპორაციო სამართლით დაინტერესებული პირებისთვის და პროფესიონალებისთვის. საერთაშორისო პრაქტიკა, კორპორაციული მართვა, დირექტორთა პასუხისმგებლობა და ხელოვნური ინტელექტი ის თემებია, რომლებიც იურისტის მომავალ კონკურენტუნარიანობას განსაზღვრავს.
𝐁𝐮𝐜𝐞𝐫𝐢𝐮𝐬 𝐋𝐚𝐰 𝐒𝐜𝐡𝐨𝐨𝐥 გერმანიის ერთ-ერთი გამორჩეული სამართლის სკოლაა, რომელიც ცნობილია ძლიერი აკადემიური გარემოთი და სამართლისა და ბიზნესის გადაკვეთაზე დაფუძნებული თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომით.
ვიზიტის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ 𝐁𝐮𝐜𝐞𝐫𝐢𝐮𝐬 𝐋𝐚𝐰 𝐒𝐜𝐡𝐨𝐨𝐥-ის აკადემიურ გარემოს, უნივერსიტეტის ისტორიას, საგანმანათლებლო ფილოსოფიასა და იმ მოდელს, რომელმაც 𝐁𝐮𝐜𝐞𝐫𝐢𝐮𝐬 სამართლებრივი განათლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად აქცია.
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია:
შეხვედრა 𝐁𝐮𝐜𝐞𝐫𝐢𝐮𝐬 𝐋𝐚𝐰 𝐒𝐜𝐡𝐨𝐨𝐥-ის ადგილობრივ პროფესორთან;
უნივერსიტეტის ისტორიისა და საგანმანათლებლო მოდელის გაცნობა;
ლექცია 𝐁𝐮𝐜𝐞𝐫𝐢𝐮𝐬 𝐋𝐚𝐰 𝐒𝐜𝐡𝐨𝐨𝐥-ის აკადემიურ გარემოსა და გერმანულ სამართლებრივ განათლებაზე;
პროფესიული და არაფორმალური შეხვედრები;
ჰამბურგში სასწავლო და კულტურული გამოცდილების მიღება.
სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ლექციებს ჩაატარებს მოწვეული ლექტორი, სამართლისა და ბიზნესის მაგისტრი ნიკა მაღედანი, რომელიც 𝐁𝐮𝐜𝐞𝐫𝐢𝐮𝐬 𝐋𝐚𝐰 𝐒𝐜𝐡𝐨𝐨𝐥-ში სწავლას 𝐌𝐚𝐬𝐭𝐞𝐫 𝐨𝐟 𝐋𝐚𝐰 𝐚𝐧𝐝 𝐁𝐮𝐬𝐢𝐧𝐞𝐬𝐬 პროგრამაზე ასრულებს.
ნიკა მონაწილეებს ორ მნიშვნელოვან და პრაქტიკაზე ორიენტირებულ თემას შესთავაზებს:
დირექტორთა პასუხისმგებლობა - ქართულ-გერმანული შედარებითსამართლებრივი ანალიზი;
იურიდიული ფირმების მოწყობა 𝐀𝐈 ეპოქაში;
ჩვენ ბევრი გვაქვს სათქმელი იმ იურიდიულ სამყაროზე, რომელიც ჩვენ თვალწინ იცვლება. სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანია ქართველ იურისტებს შევთავაზოთ არა მხოლოდ ლექციები, არამედ ისეთი საერთაშორისო გამოცდილება, რომელიც მათ პროფესიულ ხედვას გააფართოებს და თანამედროვე სამართლებრივ პრაქტიკასთან დააკავშირებს.
საორგანიზაციო დეტალები:
თარიღი: 𝟒-𝟖 აგვისტო, 𝟐𝟎𝟐𝟔 წელი
ლოკაცია: ჰამბურგი, გერმანია
გაფრენა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან
ძირითადი აკადემიური სივრცე: 𝐁𝐮𝐜𝐞𝐫𝐢𝐮𝐬 𝐋𝐚𝐰 𝐒𝐜𝐡𝐨𝐨𝐥
ვიზიტის საფასური: 𝟏𝟓𝟗𝟎 ევრო
ფრენის ბილეთები: არ შედის საფასურში
𝟑𝟎 ივნისამდე ადგილის დაჯავშნა შესაძლებელია დამატებითი თანხის გადახდის გარეშე
რა შედის 𝟏𝟓𝟗𝟎 ევროს ღირებულებაში?
სასტუმროში განთავსება საუზმით - 𝐌𝐞𝐫𝐜𝐮𝐫𝐞 𝐇𝐚𝐦𝐛𝐮𝐫𝐠
დამატებით 𝟐-ჯერადი კვება;
შიდა გადაადგილება ვიზიტის ფარგლებში;
𝐁𝐮𝐜𝐞𝐫𝐢𝐮𝐬 𝐋𝐚𝐰 𝐒𝐜𝐡𝐨𝐨𝐥-ში დაგეგმილ აკადემიურ შეხვედრებში მონაწილეობა;
ადგილობრივი პროფესორის ლექცია 𝐁𝐮𝐜𝐞𝐫𝐢𝐮𝐬 𝐋𝐚𝐰 𝐒𝐜𝐡𝐨𝐨𝐥-ის შესახებ;
ნიკა მაღედანის ორი თემატური ლექცია;
ორგანიზაციული მხარდაჭერა ვიზიტის განმავლობაში.
ფრენის ბილეთებთან დაკავშირებით:
ფრენის ბილეთების ღირებულება დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის მიიღებს მონაწილე ვიზიტში მონაწილეობის გადაწყვეტილებას და როდის მოხდება ბილეთის შეძენა.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
𝟓𝟕𝟕 𝟑𝟗 𝟕𝟑 𝟏𝟎;
See less