ნიკა მაღედანი

ნიკა მაღედანი

ბიზნეს სამართლის მაგისტრi ნიკა მაღედანi 𝐌𝐋𝐁, 𝐁𝐮𝐜𝐞𝐫𝐢𝐮𝐬 𝐋𝐚𝐰 𝐒𝐜𝐡𝐨𝐨𝐥, 𝐇𝐚𝐦𝐛𝐮𝐫𝐠, რომელიც 𝟒-𝟖 აგვისტოს, ჰამბურგში დაგეგმილი სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ლექციებს გაუძღვება კორპორაციული მართვის, დირექტორთა პასუხისმგებლობისა და იურიდიულ პრაქტიკაზე ხელოვნური ინტელექტის გავლენის საკითხებზე.

🎓 განათლება და კვალიფიკაცია:
◾️ 𝟐𝟎𝟐𝟓-𝟐𝟎𝟐𝟔 წ.წ. 𝐌𝐋𝐁, ბიზნესი და სამართალი, 𝐁𝐮𝐜𝐞𝐫𝐢𝐮𝐬 𝐋𝐚𝐰 𝐒𝐜𝐡𝐨𝐨𝐥, 𝐇𝐚𝐦𝐛𝐮𝐫𝐠;
◾️ 𝟐𝟎𝟐𝟑 წ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, საერთო სპეციალიზაცია;
◾️ 𝟐𝟎𝟐𝟐-𝟐𝟎𝟐𝟒 წ.წ. ბიზნეს სამართლის მაგისტრატურა, საგადასახადო სამართლის სპეციალიზაციით, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი;
◾️ 𝟐𝟎𝟏𝟖-𝟐𝟎𝟐𝟐 წ.წ. სამართლის ბაკალავრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

💼 სამუშაო გამოცდილება:
◾️ 𝟐𝟎𝟐𝟔 წლიდან დღემდე 𝐄𝐘 𝐃𝐞𝐮𝐭𝐬𝐜𝐡𝐥𝐚𝐧𝐝, 𝐖𝐨𝐫𝐤𝐢𝐧𝐠 𝐒𝐭𝐮𝐝𝐞𝐧𝐭 იურიდიული ოპერაციების დეპარტამენტში;
◾️ 𝟐𝟎𝟐𝟒-𝟐𝟎𝟐𝟓 წ.წ. 𝐁𝐆𝐈 𝐋𝐞𝐠𝐚𝐥, ასოცირებული იურისტი;
◾️ 𝟐𝟎𝟐𝟏-𝟐𝟎𝟐𝟒 წ.წ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადვოკატი;
◾️ 𝟐𝟎𝟐𝟎 წ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადვოკატის თანაშემწე.

🔍 ნიკას სამაგისტრო კვლევა კონცენტრირებულია ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხზე, როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი იურიდიული ფირმების ბიზნეს მოდელს.

🤖 𝐀𝐈 ქმნის ახალ შესაძლებლობებს, თუმცა ამავდროულად აჩენს სერიოზულ გამოწვევებს კლასიკური იურიდიული სერვისებისთვის, განსაკუთრებით იმ მოდელში, სადაც შემოსავლის მთავარი წყარო იურისტის მიერ დახარჯული საათებია.

❓ როგორ უნდა შეიცვალოს მომსახურების სტრუქტურა, შემოსავლის წყაროები და ფირმის კომერციული მოდელი ისე, რომ ტექნოლოგიამ არა მხოლოდ დრო დაზოგოს, არამედ ახალი ღირებულება შექმნას?

🎯 სწორედ ამ საკითხებს იკვლევს ნიკა თავის სამაგისტრო ნაშრომში:

◾️ რა სტრუქტურული ცვლილებები დასჭირდება იურიდიულ ფირმებს 𝐀𝐈 ეპოქაში;
◾️ როგორ შეიძლება 𝐀𝐈-ის მომგებიანად კომერციალიზაცია;
◾️ როგორ უნდა შეიცვალოს იურიდიული ფირმების ბიზნეს მოდელი და შემოსავლის წყაროები;
◾️ რა რისკები ახლავს 𝐀𝐈-ის დანერგვას იურიდიულ პრაქტიკაში;
◾️ რა საფრთხეს ქმნის ერთ კონკრეტულ 𝐀𝐈 მოდელზე ან ტექნოლოგიურ პროვაიდერზე გადაჭარბებული დამოკიდებულება.

🤝 ნიკას ასევე ჰქონდა შეხვედრები 𝐀𝐈-ის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა:

◾️ 𝐅𝐢𝐞𝐥𝐝𝐟𝐢𝐬𝐡𝐞𝐫 𝐗 - საერთაშორისო იურიდიული ფირმა 𝐅𝐢𝐞𝐥𝐝𝐟𝐢𝐬𝐡𝐞𝐫-ის შვილობილი კომპანია;
◾️ 𝐀𝐑𝐀𝐆 𝐀𝐆 - გერმანული სადაზღვევო კომპანია, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებს;
◾️ 𝐋𝐢𝐛𝐫𝐚 - გერმანული 𝐀𝐈 სტარტაპი, რომელიც ევროპის სხვადასხვა იურისდიქციაში გამოყენებისთვის იურიდიულ 𝐀𝐈 მოდელს ქმნის.

📊 ამ კომპანიების წარმომადგენლები, თავიანთი ბიზნეს მოდელისა და ოპერაციული საჭიროებების გათვალისწინებით, ნიკას უზიარებდნენ 𝐀𝐈-ის დანერგვის პრაქტიკულ გამოცდილებას, მიღწეულ პროგრესს, არსებულ გამოწვევებსა და იმ წარუმატებლობებსაც, რომლებიც ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციის პროცესს თან ახლავს.

🏫 𝐉&𝐉 𝐓𝐫𝐚𝐢𝐧𝐢𝐧𝐠 𝐂𝐞𝐧𝐭𝐞𝐫 მიესალმება ნიკა მაღედანთან თანამშრომლობას. მისი საერთაშორისო განათლება, გერმანულ-სამართლებრივ და ბიზნესგარემოსთან უშუალო შეხება, 𝐀𝐈-ის დანერგვის პროცესებზე პრაქტიკული დაკვირვება და იურიდიული ფირმების მომავლისადმი კვლევითი ინტერესი გვაძლევს მყარ საფუძველს, მონაწილეებს შევთავაზოთ თანამედროვე, პრაქტიკაზე ორიენტირებული და საერთაშორისო ხედვით გამდიდრებული ლექციები.