ლევან ვეფხვაძე

ლევან ვეფხვაძე

🗣️​ სისხლის სამართლის კოდექსი და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი იმ ადამიანთან ერთად, ვინც ამ ნორმებით ყოველდღიურად მუშაობს!

💥​ ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდაზე წარმატება მხოლოდ კანონების დაზეპირებით არ მიიღწევა. გამოცდა ამოწმებს, რამდენად სწორად შეგიძლია ნორმების გააზრება, ერთმანეთთან დაკავშირება და კონკრეტულ სამართლებრივ სიტუაციაში მათი გამოყენება.

🎯 სწორედ ამიტომ, 𝐉&𝐉 𝐓𝐫𝐚𝐢𝐧𝐢𝐧𝐠 𝐂𝐞𝐧𝐭𝐞𝐫 ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდის მოსამზადებელ კურსზე სისხლის სამართლის კოდექსსა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს სამართლის დოქტორი და პრაქტიკოსი პროკურორი ლევან ვეფხვაძე წაიკითხავს

🏛️ რატომ ლევან ვეფხვაძე?

🏆 𝟐𝟎𝟐𝟐 წელს დასახელდა წლის საუკეთესო პროკურორად

◾​ 𝟐𝟎𝟐𝟎 წლიდან დღემდე თბილისის საპროკურორო სამმართველოს პროკურორი;

◾​ 𝟐𝟎𝟏𝟖–𝟐𝟎𝟐𝟎 წ.წ. ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორი;

◾​ 𝟐𝟎𝟏𝟑–𝟐𝟎𝟏𝟖 წ.წ. სისხლის სამართლის ადვოკატი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;

👨🏻‍🏫 აკადემიური გამოცდილება:

🎓 სამართლის დოქტორი (𝐆𝐀𝐔);

📚 𝟐𝟎𝟏𝟓 წლიდან დღემდე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (𝐆𝐀𝐔) ასოცირებული პროფესორი;

🎓 𝟐𝟎𝟏𝟔–𝟐𝟎𝟐𝟎 წ.წ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლის მოწვეული ლექტორი.

📌 𝟐𝟎𝟐𝟒 წლის სექტემბრიდან დღემდე ლევან ვეფხვაძე 𝐉&𝐉 𝐓𝐫𝐚𝐢𝐧𝐢𝐧𝐠 𝐂𝐞𝐧𝐭𝐞𝐫-ის ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდის მოსამზადებელი კურსის უცვლელი ტრენერია.

✅ ამ დროის განმავლობაში წარმატებით გაუძღვა 𝟒 ნაკადს, სადაც:
◾​ სისტემურად დაამუშავა სისხლის სამართლის საგამოცდო ტესტები;
◾​ შეიმუშავა რეალური გამოცდის ფორმატსა და სირთულესთან მაქსიმალურად მიახლოებული სამუშაო ტესტები;
◾​​სწავლების პროცესი ააგო იმ საკითხებზე, რომლებიც მომზადების პრაქტიკამ აჩვენა, რომ გამოცდაზე ყველაზე ხშირად განსაზღვრავს საბოლოო შედეგს.

📚 კურსზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება:

✔️ სისხლის სამართლის კოდექსის სისტემურ გააზრებაზე;
✔️ სისხლის სამართლის ნორმათა სწორ ანალიზზე;
✔️ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ლოგიკის სწორად აღქმაზე;
✔️ საგამოცდო კაზუსებისა და ტესტების ამოხსნის პრაქტიკულ მეთოდოლოგიაზე;
✔️ იმ საკითხებზე, რომლებიც გამოცდაზე ყველაზე ხშირად ხვდება და მსმენელებისთვის ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს.

💡 ჩვენი მიზანი მხოლოდ პროგრამის გავლა და საკითხების დაზეპირება არ არის, 𝟗𝟒 ქულა ის უმაღლესი შედეგია რაც სისხლის სამართლის სპეციალიზაციით გასული კურსის მონაწილემ გამოცდაზე დააფიქსირა.

🚀 ჩვენი მიზანია, მოსამზადებელი კურსის ფარგლებში სრულყოფილად გაიაზროთ ყველა საკითხი და პრაქტიკულად დაამუშაოთ ისეთი ტესტები, რომლის მეშვეობითაც გამოცდაზე მოსული დავალებისთვის სწორი პასუხის პოვნის ლოგიკა უკვე ნასწავლი გექნებათ.