სოფო მეშვილდიშვილი

სოფო მეშვილდიშვილი

სოფო მეშვილდიშვილი უძრავი ქონების გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებით 𝟏𝟓 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილების მქონე სპეციალისტია. იგი 𝐉&𝐉 𝐓𝐫𝐚𝐢𝐧𝐢𝐧𝐠 𝐂𝐞𝐧𝐭𝐞𝐫-ის მოწვეული ტრენერია და სასწავლო კურსის „უძრავი ქონების გაყიდვების 𝐀𝐁𝐂 - პირველი კონტაქტიდან გარიგებამდე“ ფარგლებში უძღვება მოდულს „დეველოპერული და საბროკერო გაყიდვები - სისტემა, მოლაპარაკება, დახურვა“.

სოფომ პროფესიული საქმიანობა 𝟐𝟎𝟏𝟎 წელს კომერციული უძრავი ქონების მიმართულებით დაიწყო, ხოლო 𝟐𝟎𝟏𝟓 წლიდან საცხოვრებელი დეველოპერული პროექტების გაყიდვებისა და მარკეტინგის სფეროში გააგრძელა.

მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს დეველოპერული პროექტების გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებას, უძრავი ქონების პროდუქტის პოზიციონირებას, ფასწარმოქმნას, გაყიდვების სისტემების შექმნასა და მართვას, მომხმარებლებთან მოლაპარაკებების წარმოებასა და გარიგებების დახურვას.

პროფესიული გამოცდილება

▪️ 𝐎𝐰𝐧𝐞𝐫 & 𝐂𝐨 — დეველოპერული და უძრავი ქონების სფეროს მარკეტინგისა და გაყიდვების სააგენტოს დამფუძნებელი;
▪️​ 𝐄𝐜𝐡𝐞𝐥𝐨𝐧 𝐈𝐧𝐭𝐞𝐫𝐧𝐚𝐭𝐢𝐨𝐧𝐚𝐥 — სასტუმროების, ველნესისა და უძრავი ქონების მიმართულებით საკონსულტაციო კომპანიის თანადამფუძნებელი;
▪️​ 𝟐𝟎𝟐𝟒–𝟐𝟎𝟐𝟔 წწ. | 𝐆𝐫𝐞𝐞𝐧 𝐀𝐩𝐚𝐫𝐭 𝐇𝐨𝐥𝐝𝐢𝐧𝐠 — გაყიდვებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი;
▪️​ 𝟐𝟎𝟐𝟒 წ. | 𝐀𝐑𝐂𝐇𝐈 — დეველოპერული კომპანიის გაყიდვების მიმართულება;
▪️​ 𝟐𝟎𝟐𝟐 წლიდან დღემდე | 𝐎𝐫𝐢𝐨𝐧 𝐆𝐫𝐨𝐮𝐩 — მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელი;
▪️​ 𝟐𝟎𝟐𝟐 წლიდან დღემდე | ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (𝐆𝐀𝐔) — 𝐏𝐑 სკოლის 𝐄𝐯𝐞𝐧𝐭 𝐌𝐚𝐧𝐚𝐠𝐞𝐦𝐞𝐧𝐭-ის ლექტორი;
▪️​ 𝟐𝟎𝟐𝟏–𝟐𝟎𝟐𝟒 წწ. | 𝐈𝐫𝐛𝐢𝐬, 𝐏𝐚𝐫𝐤 𝐎𝐫𝐭𝐚𝐜𝐡𝐚𝐥𝐚 — მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელი;
▪️​ 𝟐𝟎𝟐𝟏–𝟐𝟎𝟐𝟑 წწ. | 𝐒𝐚𝐭𝐢𝐛𝐞 — გაყიდვების მიმართულება;
▪️​ 𝟐𝟎𝟏𝟕–𝟐𝟎𝟐𝟎 წწ. | 𝐆𝐓 𝐆𝐫𝐨𝐮𝐩 — გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტი;
▪️​ 𝟐𝟎𝟏𝟓–𝟐𝟎𝟏𝟕 წწ. | კომპანია „სვეტი“ — გაყიდვებისა და მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელი (ჭონდიდელისა და მირცხულავას პროექტები);
▪️​  𝟐𝟎𝟏𝟏–𝟐𝟎𝟏𝟐 წწ. | იტალია, ქ. ბრეშა — ბრენდინგისა და ფრანჩაიზინგის მიმართულებით პრაქტიკა და სტაჟირება.

ტრენერის როლი სასწავლო პროგრამაში

სოფო მეშვილდიშვილის სასწავლო მოდული ეფუძნება უძრავი ქონების ბაზარზე დაგროვილ მრავალწლიან პრაქტიკულ გამოცდილებას და მოიცავს დეველოპერული და საბროკერო გაყიდვების სრულ ციკლს — პროდუქტის სწორად პოზიციონირებიდან და პოტენციურ მომხმარებელთან პირველი კომუნიკაციიდან მოლაპარაკების წარმართვასა და გარიგების წარმატებით დახურვამდე.

სასწავლო პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რეალური პროექტების მაგალითზე გაყიდვების სტრატეგიების განხილვას, მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირებას, წინააღმდეგობების მართვასა და ეფექტიანი მოლაპარაკების ტექნიკებს.

მოდულის მიზანია, მონაწილეებმა მიიღონ არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ პრაქტიკული ინსტრუმენტები, რომელთა გამოყენებასაც შეძლებენ უძრავი ქონების გაყიდვების ყოველდღიურ საქმიანობაში.