
გაგაცნობთ ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდის მოსამზადებელი კურსის მოწვეულ ტრენერს, გვანცა ხასიას, რომელიც კურსის ფარგლებში ლექციებს გაუძღვება სამოქალაქო სამართალში.

განათლება და კვალიფიკაცია:

𝟐𝟎𝟏𝟕 წლიდან დღემდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი;

𝟐𝟎𝟐𝟑 წ. 𝐂ô𝐭𝐞 𝐝’𝐀𝐳𝐮𝐫 𝐔𝐧𝐢𝐯𝐞𝐫𝐬𝐢𝐭𝐲 (ნიცა, საფრანგეთი), Erasmus+ სტიპენდია, სამართლის სადოქტორო პროგრამა;

𝟐𝟎𝟏𝟑–𝟐𝟎𝟏𝟓 წ.წ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, კერძო (ბიზნეს) სამართლის საგანმანათლებლო პროგრამა, სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი;

𝟐𝟎𝟎𝟗–𝟐𝟎𝟏𝟑 წ.წ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

ტრენერის სამუშაო გამოცდილება ასე გამოიყურება:

𝟐𝟎𝟐𝟒 წლიდან დღემდე სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს ადმინისტრაციის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი იურისტი;

𝟐𝟎𝟏𝟗–𝟐𝟎𝟐𝟒 წ.წ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იურიდიული სამმართველოს მთავარი სპეციალისტი;

𝟐𝟎𝟏𝟖–𝟐𝟎𝟏𝟗 წ.წ. ეროვნული სატყეო სააგენტოს იურიდიული სამსახურის მთავარი სპეციალისტი;

𝟐𝟎𝟏𝟑–𝟐𝟎𝟏𝟖 წ.წ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში;

აკადემიური საქმიანობა:

𝟐𝟎𝟏𝟕 წლიდან დღემდე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი. სასწავლო კურსები: ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი, სახელშეკრულებო სამართალი, შრომის სამართალი და სანივთო სამართალი;

𝟐𝟎𝟏𝟒 წლიდან დღემდე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი - ბიზნესის სამართალი;

𝟐𝟎𝟐𝟒 წ. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი — ბიზნეს სამართალი;

𝟐𝟎𝟐𝟑 წ. საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერი შრომის სამართალში;

𝟐𝟎𝟏𝟕–𝟐𝟎𝟐𝟐 წ.წ. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (𝐒𝐄𝐔) მოწვეული ლექტორი ბიზნესის სამართალი და ტურიზმის სამართალი.

დამატებითი პროფესიული და სამეცნიერო საქმიანობა:

არის კერძო სამართლის მიმართულებით არა ერთი სამეცნიერო ნაშრომისა და პუბლიკაციის ავტორი, მათ შორის სახელშეკრულებო ურთიერთობების, მომხმარებელთა უფლებების, საკუთრების უფლებისა და ტურიზმის სამართლის საკითხებზე;

გავლილი აქვს პროფესიული და სასერტიფიკატო პროგრამები საქართველოში და საზღვარგარეთ, მათ შორის საფრანგეთში, შვედეთსა და ესტონეთში;

გვანცა ხასიას ლექციების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა, რომ მრავალწლიანი აკადემიური გამოცდილების პარალელურად მას უკვე აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მსმენელების მომზადების გამოცდილებაც და კარგად იცნობს გამოცდის სპეციფიკას.

კურსის ფარგლებში იგი მსმენელებთან იმუშავებს ვალდებულებითი სამართლის ზოგად ნაწილსა და სახელშეკრულებო სამართალზე, მათი არა მხოლოდ თეორიული გააზრების, არამედ საგამოცდო ტესტებში სწორად გამოყენების მიმართულებით.