🗣️ გაგაცნობთ ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდის მოსამზადებელი კურსის მოწვეულ ტრენერს, სამართლის დოქტორს, პროფესორ გოგა კიკილაშვილს, რომელიც კურსის ფარგლებში ლექციებს გაუძღვება ადმინისტრაციულ სამართალში.
🎓 განათლება და კვალიფიკაცია:
◼️ 𝟐𝟎𝟏𝟑–𝟐𝟎𝟏𝟕 წ.წ. სამართლის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სადოქტორო დისერტაცია: „ადმინისტრაციული და სამოქალაქო ხელშეკრულების გამიჯვნის საპროცესო-სამართლებრივი ფუნქცია (შედარებით-სამართლებრივი ანალიზი)“;
◼️ 𝟐𝟎𝟏𝟎-𝟐𝟎𝟏𝟐 წ.წ. სამართლის მაგისტრი, საქართველოს უნივერსიტეტი;
◼️ 𝟐𝟎𝟎𝟔–𝟐𝟎𝟏𝟎 წ.წ. სამართლის ბაკალავრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
📚 სხვადასხვა დროს მოკლევადიანი სასწავლო კურსები გავლილი აქვს შვედეთსა და გერმანიაში.
💼 სამუშაო გამოცდილება:
◼️ 𝟐𝟎𝟐𝟑 წლიდან დღემდე - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი;
◼️ 𝟐𝟎𝟐𝟓 წლიდან დღემდე - იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრი;
◼️ 𝟐𝟎𝟐𝟎-𝟐𝟎𝟐𝟑 წ.წ. იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრი;
◼️ 𝟐𝟎𝟐𝟐-𝟐𝟎𝟐𝟑 წ.წ. სასამართლო მედიატორი, საქართველოს მედიატორთა ასოციაცია;
◼️ 𝟐𝟎𝟏𝟗-𝟐𝟎𝟐𝟑 წ.წ. იურიდიული ფირმა „კიკილაშვილი და კომპანია“ დირექტორი და ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით;
◼️ 𝟐𝟎𝟏𝟗-𝟐𝟎𝟐𝟑 წ.წ. კოლექტიური შრომითი დავების მედიატორი;
◼️ 𝟐𝟎𝟏𝟐–𝟐𝟎𝟏𝟖 წ.წ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის იურიდიული მრჩეველი.
👨🏫 აკადემიური საქმიანობა:
◼️ 𝟐𝟎𝟏𝟗 – 𝟐𝟎𝟐𝟒 / 𝟐𝟎𝟐𝟒 – დღემდე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი (𝟐𝟎𝟏𝟗-𝟐𝟎𝟐𝟒 – მოწვეული ლექტორი);
◼️ 𝟐𝟎𝟐𝟐 წლიდან დღემდე სსიპ "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" აკრედიტებული ტრენერი;
◼️ 𝟐𝟎𝟏𝟖 წლიდან დღემდე 𝐀𝐋𝐓𝐄 უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
◼️ 𝟐𝟎𝟏𝟓 წლიდან დღემდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;
◼️ 𝟐𝟎𝟐𝟎 – 𝟐𝟎𝟐𝟑 წ.წ კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
📚 დამატებითი ინფორმაცია აქტივობების შესახებ:
🔹 არის ორმოცამდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის მონოგრაფიების, სახელმძღვანელოების, სასწავლო მასალების და სტატიების ავტორი ქართულ და ინგლისურ ენებზე.
🔹 არის არა ერთი ქართული და საერთაშორისო სამეცნიერო კვლევითი კონკურსის, მათ შორის 𝐑𝐮𝐬𝐭𝐚𝐯𝐞𝐥𝐢-𝐃𝐀𝐀𝐃, 𝐃𝐀𝐀𝐃 𝐑𝐞𝐬𝐞𝐚𝐫𝐜𝐡 𝐒𝐭𝐚𝐲𝐬 𝐟𝐨𝐫 𝐀𝐜𝐚𝐝𝐞𝐦𝐢𝐜, 𝐄𝐔 𝐅𝐞𝐥𝐥𝐨𝐰𝐬𝐡𝐢𝐩𝐬 𝐟𝐨𝐫 𝐆𝐞𝐨𝐫𝐠𝐢𝐚𝐧 𝐑𝐞𝐬𝐞𝐚𝐫𝐜𝐡𝐞𝐫𝐬, 𝐄𝐫𝐚𝐬𝐦𝐮𝐬 + 𝐒𝐭𝐚𝐟𝐟 𝐌𝐨𝐛𝐢𝐥𝐢𝐭𝐲... არაერთგზის გამარჯვებული.
🔹 𝟐𝟎𝟐𝟓 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტის ფარგლებში შექმნილი ნაშრომი „დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებები - პრაქტიკული სახელმძღვანელო“ ნომინირებული იყო საქართველოს ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად.
📘 გოგას ლექციები მსმენელებს შესაძლებლობას მისცემს ადმინისტრაციული სამართლისა და ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის საკითხები შეისწავლონ იმ პროფესიონალთან ერთად, რომლის აკადემიური და პრაქტიკული საქმიანობა უკვე მრავალი წელია სწორედ ამ სფეროს განვითარებას უკავშირდება.