სამშენებლო სამართლის ექსპერტი და
J&J Training Center • ტრენინგ ცენტრი დამფუძნებელი ნინა ჯულაყიძე "პროექტ სამშენებლო სამართლის აკადემიის" ფარგლებში გაუძღვება ლექციათა ციკლს თემაზე „სამშენებლო სამართლის 𝐀𝐁𝐂“

განათლება და კვალიფიკაცია:
𝟐𝟎𝟏𝟑-𝟐𝟎𝟏𝟖 წ.წ. - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაგისტრის ხარისხი. სამაგისტრო ნაშრომის თემატიკა „სამეზობლო ემისიებიდან გამომდინარე მოთხოვნების ფარგლები და სამართლებრივი საფუძვლები“;
𝟐𝟎𝟎𝟖–𝟐𝟎𝟏𝟐 წ.წ. - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალის ბაკალავრი, წარჩინებით;

სამუშაო გამოცდილება:
𝟐𝟎𝟏𝟕 წლიდან დღემდე უწყვეტად - ადვოკატთა ასოციციის წევრი და პრაქტიკოსი ადვოკატი სამშენებლო და უძრავი ქონების მიმართულებით;
𝟐𝟎𝟐𝟔 წლის თებერვლიდან ადვოკატთა ასოციაციის სამშენებლო სამართლის კომიტეტის წევრი;
𝟐𝟎𝟐𝟏 წლიდან დღემდე -
J&J Training Center • ტრენინგ ცენტრი მმართველი პარტნიორი;
𝟐𝟎𝟐𝟎-𝟐𝟎𝟐𝟏 წ.წ - სამშენებლო კომპანია 𝐇𝐚𝐮𝐬𝐚𝐫𝐭 𝐃𝐞𝐯𝐞𝐥𝐨𝐩𝐦𝐞𝐧𝐭 იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
𝟐𝟎𝟏𝟖-𝟐𝟎𝟐𝟎 წ.წ. - არქიტექტურული კომპანია 𝐀𝐑𝐂𝐎 იურისტი;
𝟐𝟎𝟏𝟒-𝟐𝟎𝟏𝟕 წ.წ. - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის იურიდიული სამსახურის მთავარი იურისტი;

ნინა ეხმარება როგორც ფიზიკურ პირებს, ისე ბიზნესს სამართლებრივი რისკების მართვაში, დავების გადაწყვეტასა და იმ რთული პროცედურების გავლაში, რომლებიც უკავშირდება სამშენებლო ნებართვებს, უძრავი ქონების ტრანზაქციებს, მუნიციპალურ ორგანოებთან ურთიერთობასა და სასამართლო დავებს

ნინა წარმატებით თანამშრომლობს ისეთ მსხვილ კომპანიებთან როგორიცაა დეველოპერული კომპანია 𝐂𝐈𝐓𝐘𝐙𝐄𝐍, წისქვილი ჯგუფი (სამშენებლო მიმართულება), საპროექტო კომპანია „სტუდია 𝟗+“, მთაწმინდის პარკი და სხვა.