
ტრენერის სამუშაო გამოცდილება ასე გამოიყურება:

𝟐𝟎𝟐𝟐 - 𝟐𝟎𝟐𝟓 წ.წ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი;

𝟐𝟎𝟏𝟗 - 𝟐𝟎𝟐𝟐 წ.წ. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი;

𝟐𝟎𝟏𝟗 წლის აპრილიდან - 𝟐𝟎𝟏𝟗 წლის ოქტომბრამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი;

𝟐𝟎𝟏𝟖 - 𝟐𝟎𝟏𝟗 წ.წ. საქართველოს პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორი;

ტრენერის განათლება და კვალიფიკაცია:

𝟐𝟎𝟏𝟔-𝟐𝟎𝟐𝟎 წ.წ. საქართველოს უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობა, მაგისტრატურა;

𝟐𝟎𝟏𝟐-𝟐𝟎𝟏𝟔 წ.წ. საქართველოს უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობა, სამართლის ბაკალავრი.

პროფესიული გამოცდილების ძირითადი მიმართულებები:

განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამოძიება;

გამოძიების ხარისხის მონიტორინგი;

საპროცესო ხელმძღვანელობა;

სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება;

ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საკითხებზე მუშაობა და სამართლებრივი ანალიზის მომზადება.

ჩვენი ტრენინგ ცენტრი მიესალმება პრაქტიკოს ტრენერთან თანამშრომლობას, რომელსაც საგამოძიებო ორგანოებში, პროკურატურასა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის მიმართულებით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
ანზორ გურული მნიშვნელოვნად გააძლიერებს ტრენერთა გუნდს, რომელიც სტაჟიორ-პროკურორთა და სტაჟიორ-გამომძიებელთა გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსის ფარგლებში დაკომპლექტდა. მისი გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მსმენელებისთვის, რომლებსაც სურთ სისხლის სამართლის კოდექსის საკითხები დაინახონ არა მხოლოდ თეორიულად, არამედ საგამოძიებო და საპროკურორო პრაქტიკის ჭრილში.
See less