მარიამ მითაიშვილი

მარიამ მითაიშვილი

🎓 ტრენერის განათლება და კვალიფიკაცია:
◾️ 𝟐𝟎𝟏𝟓 წლიდან დღემდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სისხლის სამართლის დოქტორანტი.
◾️ 𝟐𝟎𝟏𝟑-𝟐𝟎𝟏𝟓 წ.წ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სისხლის სამართლის მაგისტრი, წარჩინებით;
◾️ 𝟐𝟎𝟎𝟗-𝟐𝟎𝟏𝟑 წ.წ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართლის ბაკალავრი, წარჩინებით;
💼 ტრენერის სამუშაო გამოცდილება ასე გამოიყურება:
◾️ 𝟐𝟎𝟏𝟕 წლიდან დღემდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლის მწერალი თანაშემწე;
◾️ 𝟐𝟎𝟏𝟕 წლის მარტიდან - 𝟐𝟎𝟏𝟕 წლის ივნისამდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლის თანაშემწე;
◾️ 𝟐𝟎𝟏𝟔 წლის დეკემბრიდან - 𝟐𝟎𝟏𝟕 წლის თებერვლამდე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის მწერალი თანაშემწე;
◾️ 𝟐𝟎𝟏𝟔 წლის ივნისიდან - 𝟐𝟎𝟏𝟔 წლის ნოემბრამდე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანაშემწე;
◾️ 𝟐𝟎𝟏𝟓 წლის მაისიდან - 𝟐𝟎𝟏𝟔 წლის მაისამდე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სხდომის მდივანი.
✅ საკვალიფიკაციო გამოცდები:
◾️ 𝟐𝟎𝟏𝟗 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით;
◾️ 𝟐𝟎𝟏𝟒 წელს ჩააბარა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
📚 გამოქვეყნებული სტატიები:
◾️ 𝟐𝟎𝟐𝟎 წელი „ადევნების კრიმინალიზაცია და მასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები“;
◾️ 𝟐𝟎𝟏𝟗 წელი „თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების შეზღუდვის დასაშვები ფარგლები დაკავების გამოყენებისას“;
◾️ 𝟐𝟎𝟏𝟖 წელი „მოწმეთა დაკითხვა გამოძიების ეტაპზე შედარებით-სამართლებრივი ანალიზი“.
🤝 ჩვენი ტრენინგ ცენტრი მიესალმება პრაქტიკოს ტრენერთან თანამშრომლობას, რომელსაც სასამართლო სისტემაში სხვა და სხვა პოზიციაზე მუშაობის 𝟏𝟎 წლიანი გამოცდილება აქვს. მარიამი მნიშვნელოვნად გააძლიერებს ტრენერთა გუნდს რომელიც კურსის ფარგლებში დაკომპლექტდა. მისი გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მსმენელებისთვის, რომლებიც სტაჟიორ-პროკურორისა და სტაჟიორ-გამომძიებლის გამოცდისთვის ემზადებიან და სურთ, სისხლის სამართლის საკითხები არა მხოლოდ თეორიულად, არამედ სასამართლო პრაქტიკის ჭრილშიც დაინახონ.