მარიამ სიორდია

მარიამ სიორდია


🗣️​ გაგაცნობთ ჩვენს მოწვეულ ტრენერს მარიამ სიორდიას, რომელიც ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსის ფარგლებში ლექციებს წაიკითხავს საერთაშორისო და საჯარო სამართლის მიმართულებით.

💼 ტრენერის სამუშაო გამოცდილება ასე გამოიყურება:

◼️​ 𝟐𝟎𝟐𝟔 წლის თებერვლიდან დღემდე - საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო, იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

◼️​ 𝟐𝟎𝟐𝟓–𝟐𝟎𝟐𝟔 წ.წ. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო, იურიდიული დეპარტამენტის იურისტი;

◼️​ 𝟐𝟎𝟏𝟔–𝟐𝟎𝟐𝟓 წ.წ. აღსრულების ეროვნული ბიურო, უფროსი იურისტი;

◼️​ 𝟐𝟎𝟐𝟑 წელი იუსტიციის სასწავლო ცენტრის მოწვეული ტრენერი აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლებისა და აღსრულების პოლიციელებისათვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი სამართლებრივი ტრენინგების მიმართულებით;

📚 განათლება და კვალიფიკაცია:

◼️​ 𝟐𝟎𝟐𝟔 წლის იანვარი ჰააგის საერთაშორისო სამართლის აკადემია, საერთაშორისო სამართლის ზამთრის სკოლა სრული დაფინანსებით;

◼️​ 𝟐𝟎𝟐𝟑–𝟐𝟎𝟐𝟓 წ.წ. საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (𝐆𝐈𝐏𝐀), საერთაშორისო სამართლის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა;

◼️​ 𝟐𝟎𝟐𝟒 წელი უნგრეთი, პეჩის უნივერსიტეტი, საერთაშორისო სამართლის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა;

◼️​ 𝟐𝟎𝟏𝟓–𝟐𝟎𝟏𝟕 წ.წ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, მაგისტრის ხარისხი;

◼️​ 𝟐𝟎𝟏𝟎–𝟐𝟎𝟏𝟒 წ.წ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, ბაკალავრის ხარისხი.

📚​ ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდის მოსამზადებელი კურსის წინა ნაკადების გამოცდილებამ უკვე გვაჩვენა, რომ მისი სტრუქტურირებული პრეზენტაციები და გამოცდის სპეციფიკაზე მორგებული სწავლების მეთოდი მონაწილეებს რთული და მოცულობითი მასალის დამუშავებას მნიშვნელოვნად უმარტივებს.

💯​ მარიამის საერთაშორისო სამართლის მიმართულებით მიღებული განათლება, ჰააგის საერთაშორისო სამართლის აკადემიაში სწავლა, საჯარო სექტორში თითქმის ათწლიანი იურიდიული პრაქტიკა და ტრენერობის გამოცდილება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მის კვალიფიკაციას.