სოფო მაჭავარიანი

სოფო მაჭავარიანი

🗣️​ გაგაცნობთ ჩვენს მოწვეულ ლექტორს, სამართლის დოქტორსა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსს სოფიო მაჭავარიანს, რომელიც ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდისათვის მოსამზადებლი კურსის ფარგლებში ლექციებს გაუძღვება სამეწარმეო სამართალში.

💼 სამუშაო გამოცდილება:

◼️𝟐𝟎𝟐𝟔 წლის 𝟏 მარტიდან დღემდე - ადვოკატთა ასოციაციის ვალაუვალობის კომიტეტის თავმჯდომარე;

◼️𝟐𝟎𝟐𝟏 წლიდან დღემდე გადახდისუუნარობის ლიცენზირებული პრაქტიკოსი და უწყვეტად ეწევა მიმდინარე გადახდისუუნარობის საქმეებზე პრაქტიკოსის საქმიანობას;

◼️𝟐𝟎𝟏𝟖 წლიდან დღემდე 𝐆𝐒𝐓𝐥𝐞𝐠𝐚𝐥 და 𝐓𝐒𝐓𝐥𝐞𝐠𝐚𝐥 მმართველი პარტნიორი (უწყვეტად ეწევა საადვოკატო საქმიანობას);

◼️𝟐𝟎𝟏𝟒 -𝟐𝟎𝟐𝟒 წ.წ - სს ,,ლიბერთი ბანკის” იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და სასამართლო დავების განყოფილების უფროსი;

◼️𝟐𝟎𝟏𝟒 წელი - სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს თავმჯდომარის მოადგილე;

◼️𝟐𝟎𝟎𝟕 – 𝟐𝟎𝟏𝟎 წ.წ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე;

◼️𝟐𝟎𝟎𝟏-𝟐𝟎𝟎𝟕 წ.წ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის მოსამართლის თანაშემწე;

🗣 აკადემიური საქმიანობა:

◼️ 𝟐𝟎𝟏𝟒 წლიდან დღემდე - თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის კლინიკის მენტორი;
◼️ 𝟐𝟎𝟏𝟒 წლიდან დღემდე - თავისუფალი უნივერისიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამის მოწვეული ლექტორი. მისი სალექციო კურსი მოიცავს გარიგებების უზრუნველყოფისა და აღსრულების სამართლის საკითხებს.
◼️ 𝟐𝟎𝟐𝟓 წლიდან დღემდე - თავისუფალი უნივერსიტეტის ბაკალავრიატის მოწვეული ლექტორი, კურსი - სამოქალაქო საპროცესო სამართალი;

🎓განათლება/კვალიფიკაცია:

◼️ 𝟐𝟎𝟎𝟏 წელი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი;
◼️ 𝟐𝟎𝟎𝟒 წელი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასპირანტურის განყოფილება, სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია;
◼️ 𝟐𝟎𝟏𝟓 წელი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურა, სამოქალაქო (საკორპორაციო) სამართლის მიმართულება, მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი საკორპორაციო სამართლის სფეროში;

🤝 ჩვენი ტრენინგ ცენტრი მიესალმება ახლა უკვე ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსის ფარგლებში სოფოსთან თანამშრომლობას. მისი პრაქტიკული საქმიანობა და აკადემიური გამოცდილება მნიშვნელოვნად გააძლიერებს კურსს.