მაია ვაჩაძე

მაია ვაჩაძე

განათლება და კვალიფიკაცია:
◼ 𝟐𝟎𝟎𝟖-𝟐𝟎𝟏𝟎 წწ. - ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი, ადმინისტრაციული საპროცესო სამართალი - იუსტიციის უმაღლესი სკოლა, გერმანიის ტექნიკური საზოგადოება;
◼ 𝟐𝟎𝟎𝟑 წწ. - პრაქტიკის გაცნობა, გერმანიის პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების ურთიერთგაცვლის პროგრამა, გერმანიის ტექნიკური საზოგადოება;
◼ 𝟐𝟎𝟎𝟏 წწ. - პრაქტიკის გაცნობა, გერმანიისა და ჰოლანდიის ადმინისტრაციული სისტემის ურთიერთგაცვლის პროგრამა - გერმანიის ტექნიკური საზოგადოება;
◼ 𝟏𝟗𝟗𝟖 წწ. - წარმატებით ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდები;
◼ 𝟏𝟗𝟖𝟒 წწ. - დაასრულა იურიდიული ფაკულტეტი (წარჩინებით) , ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

💼 სამუშაო გამოცდილება:
◼ 𝟏𝟗𝟗𝟗 წლიდან დღემდე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე;
◼ 𝟐𝟎𝟏𝟗 წლის დეკემბრიდან - არჩეულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე;
◼ 𝟐𝟎𝟎𝟏 წლის ივლისიდან- საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის წევრი;
◼ 𝟐𝟎𝟏𝟑-𝟐𝟎𝟏𝟗 წწ. -საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის თავმჯდომარე;
◼ 𝟏𝟗𝟗𝟖-𝟏𝟗𝟗𝟗 წწ. - თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე;
◼ 𝟏𝟗𝟗𝟓-𝟏𝟗𝟗𝟖 წ.წ. - თბილისის გლდანის რაიონის სასამართლოს ადმინისტრაციული და სააღსრულებო წარმოების მოსამართლე;

✍ ქალბატონი მაიას სამეცნიერო და აკადემიური საქმიანობა ორ ათეულ წელზე მეტს ითვლის. სამოსამართლეო პრაქტიკაში მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გამოირჩევა დასაბუთების მაღალი სტანდარტითა და ნორმების სიღრმისეული ანალიზით. გახლავთ არა ერთი მნიშვნელოვანი განმარტების ავტორი და იუსტიციის უმაღლესი სკოლის ტრენერი, სადაც აქტიურად მონაწილეობს მოქმედი და მომავალი მოსამართლეების გადამზადებისათვის გამართულ პროგრამებში.