🗣️ გაგაცნობთ ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდის მოსამზადებელი კურსის მოწვეულ ტრენერს ქეთევან გურაშვილს, რომელიც კურსის ფარგლებში ლექციას გაუძღვება „ფულის გათეთრების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში.

ქეთევანი 𝐉&𝐉 𝐓𝐫𝐚𝐢𝐧𝐢𝐧𝐠 𝐂𝐞𝐧𝐭𝐞𝐫-ის მოწვეული ტრენერია უკვე 𝟐 წელზე მეტია და სხვა და სხვა კურსის ფარგლებში ჩვენს მსმენელებს სისხლის სამართლის პროცესსა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში ამზადებდა.

რატომ ქეთევან გურაშვილი ამ კონკრეტულ თემაზე?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის თემები, საიდანაც ბევრი კითხვა მოდის, არამედ ის საკითხიც, საიდანაც გამოცდაზე შესაძლოა ერთი ტესტიც კი შეგხვდეთ.

„ფულის გათეთრების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონი სწორედ ასეთი სპეციფიკური საკითხია და მისი ტექსტის მხოლოდ წაკითხვა საკმარისი არ არის.

ქეთევანი 𝟐𝟎𝟐𝟎 წლიდან მუშაობს საბანკო სექტორში და ამ კანონთან მას უშუალო პროფესიული შეხება აქვს. საბანკო სექტორში გადასვლამდე იგი 𝟕 წელი პროკურორი გახლდათ. ტრენერი პრაქტიკოსის თვალით აგიხსნით კანონის მიზანს, მოქმედების სფეროსა და იმ ძირითად საკითხებს, რომლებზეც საგამოცდო ტესტში შეიძლება ყურადღება გამახვილდეს.

ჩვენი მიზანია, საგამოცდო პროგრამაში არ დარჩეს საკითხი, რომელზეც მსმენელს პასუხის გასაცემად საჭირო ცოდნა არ ექნება, თუნდაც ამ საკითხიდან გამოცდაზე მხოლოდ ერთი კითხვა მოვიდეს.

სამუშაო გამოცდილება:

𝟐𝟎𝟐𝟎 წლიდან დღემდე სს „თიბისი ბანკის“ უფროსი იურისტი;

𝟐𝟎𝟐𝟎 წლიდან დღემდე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით;

𝟐𝟎𝟐𝟏 წლიდან დღემდე თიბისი აკადემიის ტრენერი;

𝟐𝟎𝟏𝟑–𝟐𝟎𝟐𝟎 წ.წ. საქართველოს პროკურატურა, პროკურორი.

განათლება და კვალიფიკაცია:

𝟐𝟎𝟏𝟐–𝟐𝟎𝟏𝟒 წ.წ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართლის მაგისტრი;

𝟐𝟎𝟎𝟖–𝟐𝟎𝟏𝟐 წ.წ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართლის ბაკალავრი.

პროფესიული აღიარება და დამატებითი კვალიფიკაცია:

𝟐𝟎𝟐𝟎 წელს ქეთევანს მიენიჭა პირველი კლასის იურისტის სახელმწიფო წოდება;

𝟐𝟎𝟏𝟖 წელს დაჯილდოვდა საქართველოს გენერალური პროკურორის მადლობის სიგელით სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ და კეთილსინდისიერად შესრულებისთვის;

𝟐𝟎𝟏𝟕 წელს აშშ-ის ელჩისგან გადაეცა მადლობის სიგელი განსაკუთრებული თანამშრომლობისთვის;

გავლილი აქვს აშშ-ის იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ორგანიზებული სასწავლო კურსი მენტორებისთვის და მინიჭებული აქვს საქართველოს პროკურატურის მენტორის სტატუსი.

ჩვენი მიზანია, საგამოცდო პროგრამაში არ დარჩეს საკითხი, რომელზეც მსმენელს პასუხის გასაცემად საჭირო ცოდნა არ ექნება, თუნდაც ამ საკითხიდან გამოცდაზე მხოლოდ ერთი კითხვა მოვიდეს.