GBA სამოქალაქო სპეციალიზაცია

650₾
  • განრიგი:02.03.2026-31.05.2026
  • ფორმატი:ჰიბრიდული
  • სერტიფიკატი:დიახ
  • ლექციების რ-ბა:45
  • დრო:113 საათი
📰 𝐉&𝐉 𝐓𝐫𝐚𝐢𝐧𝐢𝐧𝐠 𝐂𝐞𝐧𝐭𝐞𝐫 ერთადერთი კერძო ტრენინგ ცენტრია საქართველოში, რომელსაც ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტი 𝐈𝐒𝐎 𝟗𝟎𝟎𝟏:𝟐𝟎𝟏𝟓 აქვს დანერგილი. სტანდარტი უზრუნველყოფს ტრენერთა კონკურენტულ შერჩევას, გამოცდის სპეციფიკაზე მორგებული სწავლების მეთოდოლოგიასა და გამართულ მენეჯმენტის სისტემას.
🔹კურსის სასწავლო პროგრამა თანხვედრაშია ადვოკატის გამოცდის სპეციფიკასთან, თეორიული მასალის გააზრება პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით ხორციელდება. მსმენელს ყოველი ლექციის დასრულების შემდეგ განვლილ მასალასთან დაკავშირებით ეგზავნება ტესტური დავალებები, რომელთა განხილვა მომდევნო ლექციაზე ხორციელდება.
🔹 საკლასო (პირისპირ) ფორმატში გასამართ შეხვედრებზე დასწრება გახლავთ სავალდებულო, რომელიც გაიმართება შემდეგ დისციპლინებში:
◾სამოქალაქო კოდექსი/სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
◾სისხლის სამართლის კოდექსი/სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი;
◾საერთაშორისო აქტები/კონსტიტუცია;
🗣️ ადვოკატთა ასოციაციის მიერ დამტკიცებული საგამოცდო პროგრამები, რომელიც კურსის განმავლობაში სრულად იფარება:
◾სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია: https://tinyurl.com/e8hy45xu
🤝 სასწავლო პროგრამის მოწვეული ლექტორები:
📗 სამოქალაქო სამართლის მიმართულება:
◾ ნატალი გოგიაშვილი- სამართლის მაგისტრი 𝐋𝐋.𝐌 (𝐂𝐡𝐢𝐜𝐚𝐠𝐨, 𝐌ü𝐧𝐬𝐭𝐞𝐫);
◾ მათე ხვედელიძე- ადვოკატი, სამართლის დოქტორი, 𝐋.𝐋𝐌/ 𝐔𝐧𝐢𝐯𝐞𝐫𝐬𝐢𝐭ä𝐭 𝐳𝐮 𝐊ö𝐥𝐧 (𝐔𝐧𝐢𝐯𝐞𝐫𝐬𝐢𝐭𝐲 𝐨𝐟 𝐂𝐨𝐥𝐨𝐠𝐧𝐞);
◾ეკატერინე გასიტაშვილი- უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე.
📗 საჯარო სამართლის მიმართულება:
◾შოთა გეწაძე- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე;
◾ მარიამ სიორდია - სამართლის მაგისტრი 𝐔𝐧𝐢𝐯𝐞𝐫𝐬𝐢𝐭𝐲 𝐨𝐟 𝐏é𝐜𝐬;
📕 საერთაშორისო სამართლის მიმართულება:
◾ მარიამ სიორდია - სამართლის მაგისტრი 𝐔𝐧𝐢𝐯𝐞𝐫𝐬𝐢𝐭𝐲 𝐨𝐟 𝐏é𝐜𝐬;
⏳კურსის ხანგძლივობა: 𝟑 თვე;
📆 დასაწყისი: 𝟐𝟎𝟐𝟔 წლის 𝟎𝟐 მარტი (რეგისტრაციის ბოლო ვადა 𝟐𝟕 თებერვალი);
🌐 კურსის ფორმატი: 𝐙𝐨𝐨𝐦-ის პლატფორმის მეშვეობით, პირისპირ შეხვედრები გაიმართება 𝐓𝐞𝐫𝐦𝐢𝐧𝐚𝐥 - ში;
🔗 პროგრამის განრიგი: https://shorturl.at/Qx5S1
💸 ღირებულება: (ანგარიშსწორება შესაძლებელია ორ ეტაპად)
◾ სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია: 𝟔𝟓𝟎 ლარი;
🔗 სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/BVCimLYWU68tYZSn6
✅ კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი გაიცემა იმ მონაწილეზე, რომელიც 𝟏𝟎𝟎 ქულიან იმიტირებულ გამოცდაზე არა ნაკლებ 𝟕𝟓 ქულას დააგროვებს;

კურსის ტრენერები

სილაბუსი

მისალმება, გაცნობა, მიზნებისა და მოლოდინების იდენტიფიცირება.
სურსათის უვნებლობისა და HACCP სისტემის ისტორია (Codex Alimentarius, ISO 22000, GFSI, FSMA, ევროკავშირის კანონმდებლობა, ძირითადი განსაზღვრებები)”

წინასწარი აუცილებელი პროგრამები (PRPs – Prerequisite Programs) წარმოადგენს იმ ძირითად პირობებსა და საქმიანობებს, რომლებიც აუცილებელია სურსათის უვნებლობის შესანარჩუნებლად წარმოების მთელ ჯაჭვში, HACCP სისტემის დანერგვამდე და მის მხარდასაჭერად.
ეს პროგრამები ქმნის ფუნდამენტურ საფუძველს, რომ წარმოების გარემო, ტექნოლოგიური პროცესები და პერსონალის ქცევა უზრუნველყოფდეს ჰიგიენურ და კონტროლირებად პირობებს.

  1. GMP – Good Manufacturing Practices (კარგი საწარმოო პრაქტიკა)

    • მოიცავს საწარმოს განლაგებას, ტექნიკური აღჭურვილობის მდგომარეობას, ტექნოლოგიური პროცესების კონტროლს და პროდუქტის დაბინძურების პრევენციას.

  2. GHP – Good Hygiene Practices (კარგი ჰიგიენური პრაქტიკა)

    • მიზანია მიკრობიოლოგიური დაბინძურების პრევენცია.

  3. Sanitation Program (სანიტარული ღონისძიებები)

    • განსაზღვრავს გაწმენდისა და დეზინფექციის სიხშირეს, გამოყენებულ ქიმიკატებს, პროცედურებსა და პასუხისმგებელ პირებს.

  4. Pest Control Program (მავნებლების კონტროლი)

    • მიზანია მწერებისა და მღრღნელებისგან წარმოების დაცვა.

  5. Traceability (მიკვლევადობა)

    • უზრუნველყოფს პროდუქტისა და ნედლეულის გზის თვალიერებას „ერთი ნაბიჯით წინ და ერთი ნაბიჯით უკან“ პრინციპით.

    • აუცილებელია საფრთხისშემცვლეი პარტიის შემთხვევაში სწრაფი რეაგირებისთვის.

  6. Supplier Control (მომწოდებლების კონტროლი)

    • მოიცავს მომწოდებელთა შეფასებას, დამტკიცებას და პერიოდულ გადახედვას.

    • უზრუნველყოფს ნედლეულის და ინგრედიენტების უსაფრთხოებისა და ხარისხის გარანტიას.

მოსამზადებელი ეტაპები (5 ნაბიჯი)
HACCP ჯგუფის შექმნა
პროდუქტის აღწერა
დანიშნულების განსაზღვრა
ტექნოლოგიური სქემის შედგენა
სქემის ადგილზე დადასტურება
HACCP-ის 7პრინციპი                                                                                                     
საფრთხეების ანალიზი კრიტიკული საკონტროლო წერტილების (CCP) განსაზღვრა;
კრიტიკული ზღვრის დადგენა;
მონიტორინგის პროცედურების დადგენა;
გადამოწმების ღონისძიებების დადგენა;
ვერიფიკაციის პროცედურები;
დოკუმენტაცია და ჩანაწერები

სექტორული სპეციფიკაციებისა და ტექნოლოგიური სქემების შემუშავება
სექტორული სპეციფიკაციებისა და ტექნოლოგიური სქემების შემუშავება წარმოადგენს პროცესს, რომლის მიზანია კონკრეტული სექტორისთვის (მაგალითად, სასურსათო, სასმელების, შეფუთვის, ქეითერინგის, ცხოველური წარმოშობის პროდუქციის და სხვ.) წარმოების ტექნოლოგიური პროცესების დეტალური აღწერა და შესაბამისი სურსათის უვნებლობის მოთხოვნების განსაზღვრა.
ეს პროცესი უზრუნველყოფს, რომ ორგანიზაციის ტექნოლოგიური დოკუმენტაცია იყოს:
სტრუქტურირებული და თანმიმდევრული,
დაფუძნებული რეალურ საწარმოო პირობებზე,
შესაბამისი HACCP და ISO 22000 სტანდარტების მოთხოვნებთან;
 

სექტორის იდენტიფიცირება:
1.განისაზღვრებას საქმიანობის სფერო და პროდუქტის ტიპი (მაგ. ხორცპროდუქტები, რძის პროდუქტები, სასმელები, შეფუთვა და სხვ.);
2.ტექნოლოგიური პროცესის აღწერა;
წარმოების თითოეული ოპერაციის ანალიზი ნედლეულის მიღებიდან მზა პროდუქტის მიწოდებამდე;
3.ტექნოლოგიური სქემის შედგენა;
ბლოკ-სქემის ფორმით გამოსახული ყველა ეტაპი, ჩათვლით დამატებითი ან პარალელური პროცესებისა (მაგ. ტემპერატურული კონტროლი, CIP წმენდა, შეფუთვა).
4.სექტორული სპეციფიკაციების განსაზღვრა
– თითოეული ეტაპისათვის განისაზღვროს სპეციფიკური მოთხოვნები:
ტემპერატურა და დრო;
5.ნედლეულის და ნახევარფაბრიკატების კონტროლი;
6.აღჭურვილობის ტიპი და სისუფთავის დონე;
7.პერსონალის ჰიგიენური მოთხოვნები.
8.საფრთხეების იდენტიფიცირება და კონტროლის ზომების შერწყმა
9. თითოეულ ეტაპზე აღიწეროს შესაძლო ბიოლოგიური, ქიმიური და ფიზიკური საფრთხეები და შესაბამისი კონტროლის ზომები.
10.სქემის ვერიფიკაცია (On-site verification)
11. წარმოების ადგილზე სქემის გადამოწმება რეალურ პროცესთან შესაბამისობაზე.

სურსათის უვნებლობის საფრთხეები (ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური) და რისკები
სურსათის უვნებლობის საფრთხე და რისკი
რისკი განისაზღვრება ფორმულით
საფრთხეების კლასიფიკაცია
ფიზიკური საფრთხეები
ქიმიური საფრთხეები
ბიოლოგიური საფრთხეები
კონტროლის ზომები
საფრთხეების იდენტიფიცირება და რისკების შეფასება წარმოადგენს HACCP სისტემის ბირთვს, რომელიც ორგანიზაციას აძლევს საშუალებას:
განსაზღვროს ყველაზე კრიტიკული საფრთხეები;
შეიმუშაოს კონტროლის შესაბამისი ზომები;  
უზრუნველყოს სურსათის უვნებლობა და მომხმარებლის დაცვა.


საფრთხის ანალიზის მიზანია განსაზღვრა, შეფასება და კონტროლი იმ ბიოლოგიური, ქიმიური და ფიზიკური საფრთხეების, რომლებიც შესაძლოა წარმოიშვას სურსათის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე:
საფრთხის ანალიზი ტარდება შემდეგ თანმიმდევრობით:

პროცესის აღწერა და დოკუმენტირება
წარმოების თითოეული ოპერაციის აღწერა ნედლეულის მიღებიდან მზა პროდუქტის მიწოდებამდე.
საფრთხეების იდენტიფიცირება თითოეულ ეტაპზე
აღიწერება ყველა შესაძლო ბიოლოგიური, ქიმიური და ფიზიკური საფრთხე, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას კონკრეტულ ოპერაციაში.
საფრთხის მნიშვნელობის შეფასება
თითოეული საფრთხე ფასდება ორი პარამეტრით:
ალბათობა (P) — საფრთხის წარმოშობის სიხშირე;
სიმძიმე (S) — შედეგის გავლენა მომხმარებელზე.
რისკის დონე განისაზღვრება ფორმულით:
(რისკი) = P × S
შემდეგ დგინდება კატეგორია: დაბალი, საშუალო ან მაღალი.
კრიტიკული საკონტროლო წერტილების განსაზღვრა (CCP Decision Tree)
გამოიყენება გადაწყვეტილების ხე (Decision Tree), რათა განისაზღვროს რომელი საფრთხეები საჭიროებს პირდაპირ კონტროლს.
კრიტიკული ზღვრის განსაზღვრა თითოეული CCP-სთვის
განსაზღვრული უნდა იყოს ისეთი ზღვარი (მაგ. ტემპერატურა, დრო, pH), რომელიც განასხვავებს უსაფრთხო და არასაიმედო მდგომარეობას.
მონიტორინგის პროცედურების შემუშავება
აღწერილი უნდა იყოს მეთოდები, სიხშირე და პასუხისმგებელი პირი თითოეული CCP-ის კონტროლისთვის.
მაკორექტირებელი ღონისძიებების განსაზღვრა
ვერიფიკაციის პროცედურები
სისტემის ეფექტურობის პერიოდული შემოწმება (შიდა აუდიტი, ნიმუშების ტესტირება, აღჭურვილობის კალიბრაცია).
დოკუმენტაციისა და ჩანაწერების წარმოება
ყველა შედეგი, ანალიზი, მონიტორინგი და ვერიფიკაცია დაფიქსირდება ოფიციალურ ფორმებში (HACCP ჩანაწერები).

დავალება: Product specification, Flow chart, HACCP Plan, Hazard analysis.

ადვოკატთა ასოციაციის მიერ დამკიცებული საგამოცდო პროგრამა